თუმცა არის სხვა აქტუალური თემებიც, რომლებიც მკითხველის ყურადღებას იმსახურებს. გთავაზობთ ქართული გაზეთების მიმოხილვას.
“საქართველო ავღანეთში ჯარებს გზავნის” – იუწყება “24 საათი”, რომელიც აქვეყნებს უცხოელი ექსპერტის, ვლადიმირ სოკორის, წერილს, საიდანაც მკითხველი შეიტყობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა ავღანეთში სამხედრო და სამოქალაქო სპეციალისტების გაგზავნაზე და რომ ეს საკითხი 2 თებერვალს თბილისში გამართულ საქართველო-ლიტვის უმაღლესი დონის შეხვედრაზეც განიხილეს. სოკორი წერს: “მაშინ, როცა ბალტიის სახელმწიფოები ნატოს წევრობის კანდიდატები იყვნენ, ძალიან ხშირად იქცეოდნენ როგორც ნატოს დე ფაქტო წევრები. იმავე მდგომარეობაშია დღეს საქართველო. მცირე განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგიერთი “ძველი” დე იურე წევრი ნაკლები წვლილის შეტანას აპირებს, ვიდრე ზოგიერთი ახალი წევრი და ისეთი ქვეყანაც, როგორიც საქართველოა”, - წერს უცხოელი ექსპერტი “24 საათში”.
გარდა ამისა, “24 საათი” დღეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის მარტ ლაარის იმ მოსაზრებების აქტუალიზებას ახდენს, რომლებიც მან გასულ კვირაში რადიო “თავისუფლების” ეთერში გამოთქვა და რომლებიც კერძო საკუთრების ხელყოფის დაუშვებლობას შეეხებოდა. ესტონელი მრჩევლის მკაცრი განცხადების საფუძვლად პუბლიკაციის ავტორი საკითხის უკიდურეს სიმწვავეს, თავად ლაარის, როგორც ფიგურის, დამოუკიდებლობას და იმას მიიჩნევს, რომ “მარტ ლაარი წარმატებული ქვეყნის წარმატებული რეფორმატორია; ის არა მხოლოდ სახელი და გვარი, არამედ ცნობადი ბრენდია, რომელსაც არანაირი სურვილი არა აქვს, მისი სახელი მომავალში იმ რეფორმებს დაუკავშირდეს, რომელიც კერძო საკუთრების ხელყოფით და სახელმწიფო მანქანის აღვირახსნილი თარეშით არის გამორჩეული”, - წერს “24 საათი”.
ქართული გაზეთების დიდი ნაწილი სახელმწიფო კანცელარიაში გუშინ გამართული შეხვედრის შესახებ წერს, რომ ეს მოვლენა დამაიმედებელია. ამის თქმის საფუძველს მათ შეხვედრის მონაწილეთა განცხადებები აძლევთ. “ურთიერთკომპრომისი. ოპოზიცია და პრეზიდენტი შეხმატკბილდნენ”, - წერს “ახალი ვერსია” და მკითხველს შეხვედრის მონაწილე საპარლამენტო ფრაქციების ლიდერთა მოსაზრებებს აცნობს. “ახალ ვერსიაში” მრავალმხრივ შუქდება პარტია “იმედის” ლიდერ ირინა სარიშვილის დაკავება-გათავისუფლების ფაქტი, მისი თანმხლები პოლიტიკური განცხადებების ჩათვლით, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან. ამავე გაზეთში გაეცნობით ექსპერტთა მოსაზრებებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის გადახედვის საჭიროებისა და მიმართულებების შესახებ.
“რეზონანსი” უმთავრეს თემებად რუსეთის ფედერაციის ელჩის გუშინდელ პრესკონფერენციასა და თბილისში გაეროში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ირაკლი ალასანიას მორიგ ჩამოსვლას მიიჩნევს. “მოსკოვი ნეიტრალიტეტზე ალაპარაკდა. კოვალენკომ თბილისში კრემლის ახალი მოთხოვნები ჩამოიტანა”, - წერს გაზეთი და დასძენს, რომ რუსეთის ელჩმა არ დააზუსტა, გულისხმობდა თუ არა ნეიტრალიტეტში საქართველოს ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას. “თბილისში ეს უცნაურად ენიშნათ – ექსპერტების აზრით, ამ განცხადებების უკან მოსკოვის ახალი ულტიმატუმები იმალება”.
რაც შეეხება ალასანიას ვიზიტს, “რეზონანსი” ვარაუდობს, რომ ის მისი თავდაცვის მინისტრად დანიშვნის საკითხს უკავშირდება და ამ თემაზე პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობაზეც წერს. გარდა ამისა, საკუთარი ვერსიის გასამყარებლად “რეზონანსი” ალასანიას მიმართ ამერიკული პოლიტიკური წრეების სიმპათიაზე საუბრობს და ინკოგნიტო ოპოზიციონერისა და რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებებს იმოწმებს.