Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარმომადგენელმა მარტი აჰტისაარიმ


გაეროს წარმომადგენელმა მარტი აჰტისაარიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს გააცნო დღეს კოსოვოს

გაეროს წარმომადგენელმა მარტი აჰტისაარიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს გააცნო დღეს კოსოვოს
თაოაბაზე თავისი წინადადება, რომელიც ოლქისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს.
ევროპის კავშირმა გაეროს გეგმის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში დღეს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ გეგმა რეგიონის სტაბილურობას გააძლიერებს. განცხადება აფრთხილებს კოსოვოელ ალბანელებს და სერბიას, აქტიურად და კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა აჰტისაარისთან სერბიის სეპარატისტული რეგიონის სამომავლო სტატუსის თაობაზე მოლაპარაკებაში.
ბრიუსელში შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაიმაიერმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირს თავმჯდომარეობს ამჟამად, განაცხადა, რომ კავშირი რუსეთთან აპირებს მოლაპარაკებას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. რუსეთმა შეშფოთება გამოხატა კოსოვოს ოლქისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების თაობაზე, რომ ეს წააქეზებს სხვა რეგიონებს ასევე მოითხოვონ დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG