Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დღეს


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დღეს წარმოადგინა ანგარიში,

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დღეს წარმოადგინა ანგარიში,
სადაც ნათქვამია, რომ ირანმა არ შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს მითითება ურანის გამდიდრების შეწყვეტის თაობაზე. 60 დღიანი ვადა, რომელიც საბჭომ ირანს ამისათვის მისცა, ოთხშაბათს ამოიწურა. გაეროს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი ირანს კიდევ უფრო გაფართოებული სადამსჯელო სანქციების კანდიდატად აქცევს. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში
ნათქვამია, რომ ირანმა არათუ არ შეწყვიტა ურანის გამდიდრება - როგორც ამას ქვეყნისგან გაეროს უშიშროების საბჭო ითხოვდა - არამედ ნატანცის ობიექტზე ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგების ინსტალაცია გაზარდა კიდეც.
XS
SM
MD
LG