Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ირღვევა საქართველოში მომხმარებელთა უფლებები და როგორ ცდილობენ ამ უფლებების დაცვას


საქართველოში სხვადასხვა სახეობის პროდუქციაზე თუ სარეკლამო განცხადებებში

უხვად გვხვდება უცხოენოვანი ინფორმაცია. შესაბამისად, მომხმარებლების დიდ უმრავლესობას უჭირს გაარკვიოს მისთვის საჭირო პროდუქციის მოხმარების წესი თუ შემცველობა. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საკვებ პროდუქტებსაც კი არ ახლავს მწარმოებლის ინფორმაცია. ხშირია მოქალაქეთა მოტყუების ფაქტებიც. მომხმარებლებს ასეთ შემთხვევებში კანონი იცავს, თუმცა, ერთეული შემთხვევების გარდა, კანონით მინიჭებულ უფლებას არავინ იყენებს. როგორ ცდილობენ საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვას?

[მადონა კოიძის ხმა] ”დღეს, აი, ასეთი მოდა შემოვიდა საქართველოში - რუსეთიდან ან საზღვარგარეთიდან შემოსულ პროდუქციასთან მიმსგავსებული პროდუქციის გამოშვება.”

“საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის” თავმჯდომარე მადონა კოიძე იმ ტენდენციაზე გვესაუბრება, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ქართულ წარმოებაში. თვალსაჩინოებისთვის ქალბატონ მადონას თბილისის სავაჭრო ქსელში აღმოჩენილი ერთი მაგალითი მოჰყავს:

[მადონა კოიძის ხმა] ”აი, ეს არის ნამდვილი “სუდარუშკას” ნამცხვარი, ეს კიდევ არის სხვა 2 კომპანიის ნამცხვარი. ეტიკეტს ვუყურებთ - სრულიად იდენტურია - და ადვილად შეიძლება მომხმარებელი შევიდეს შეცდომაში...”

თბილისის ბაზრობაზე შეძენილი კიდევ ერთი პროდუქტის შესახებ:

[მადონა კოიძის ხმა] ”ძეხვეულიდან აქ გვაქვს შ.პ.ს თეთრი მარკეტი, საწარმო “საირმის მთებიდან”. აი, მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს პროდუქცია არ მავნებს, რადგან არც შემადგენლობა არის მითითებული, არც გამოშვების თარიღი და არც ვარგისიანობის ვადა.”

მადონა კოიძის ორგანიზაცია “საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია” 6 მარტს დაფუძნდა ოფიციალურად და მიზნად ისახავს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ტესტირებების, კონსულტაციებისა და სხვა საინფორმაციო ღონისძიებების მოწყობის მეშვეობით.

პრობლემათა სპექტრი რომ ფართოა, ამაზე 6 მარტსვე ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირში გამართული პრესკონფერენციაც მეტყველებს. ამ ორგანიზაციის წევრები თბილისის გარეუბნებში ავტოგასამართ სადგურებზე აღმოჩენილმა დიზელის საწვავის დაბალმა ფასმა შეაწუხა.

თბილისიდან გამავალ გზატკეცილებზე მრავლადაა ისეთი ავტოგასამართი სადგური, რომელიც 1 ლიტრ დიზელის საწვავს ერთ ლარად და 10 ან ერთ ლარად და 13 თეთრად ყიდის, მაშინ როდესაც დიზელის საწვავის თვითღირებულება, ყველა გადასახადის გადახდისა და ადგილზე ტრანსპორტირების შემდეგ, დაახლოებით 1 ლარსა და 14 თეთრს შეადგენს.

[ვახტანგ იობაშვილის ხმა] ”ჩვენ ვაპირებთ...

მომხმარებელთა უფლებების დამცველები თავიანთ საქმიანობაში მთავარ იარაღად თავად მომხმარებელთა აქტიურობას მიიჩნევენ და იმედი აქვთ, რომ ამ სფეროში ვითარების გამოსასწორებლად ხელისუფლებაც გააქტიურდება.
XS
SM
MD
LG