მიმართ მოქმედი სანქციების გადასინჯვა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბრიუსელში განაცხადა, არის ნიშნები იმისა, რომ უზბეკეთი ევროკავშირის ზოგიერთი მოთხოვნის შესასრულებლად მზად არისო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლის ქვეყანა ახლა ევროკავშირს თავმჯდომარეობს, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი მისცა მისი კოლეგის ვლადიმირ ნოროვის მიერ მიცემულმა პირობამ, რომ შეხვდება მას ანდიჟანის თაობაზე და უფლებადამცავების მიმართ უზბეკეთის ხელისუფლების დამოკიდებულებაზე სასაუბროდ. ეს შტაინმაიერმა თავის ევროპელ კოლეგებს ბრიუსელში განუცხადა ორშაბათს, ამ შეხვედრის შემდეგ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლა თვალყურს მიადევნებს მოვლენათა მსვლელობას იმის გასარკვევად, თუ სადამდე აპირებს უზბეკეთი თანამშრომლობას.
(შტაინმაიერის ხმა)
“ეს ყველაფერი გვიჩვენებს მხოლოდ, რომ არსებობს რაღაც საწყისი ნიშნები, რომელზე მუშაობაც ახლა უნდა განვაგრძოთ. მაისში კი მოგვიწევს გადაწყვეტა, რა ფორმებით გაგრძელდეს უზბეკეთის მიმართ ევროპის კავშირის ამჟამინდელი პოლიტიკა და გვექნება თუ არა მასში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა.”
უზბეკეთის მხრიდან მოსალოდნელ დათმობათა შორის, განაცხადა შტაინმაიერმა, ვგულისხმობთ ამ ქვეყნის ციხეებში წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა დაშვებას. ამავე რიგს მიეკუთვნება 2005 წლის მაისში ანდიჟანში არმიასთან შეტაკების დროს ასობით ადამიანის ხოცვა-ჟლეტის გარემოებებზე ევროკავშირის ექსპერტებთან საუბარი, აგრეთვე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში დიალოგი იმ მიზნით, რომ ევროკავშირს კონკრეტული საქმეების წინ წამოწევის საშუალება მიეცეს.
კავშირის ამ სამი მთავარი მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ, ბრიუსელს შეუძლია თავისი სანქციები უზბეკეთის მიმართ შეარბილოს. ამ სანქციებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს არის, პირველ რიგში, იარაღის ემბარგო; ამასთან ერთად, მოგზაურობის აკრძალვა უზბეკეთის იმ ოფიციალურ პირთათვის, ვისაც უშუალოდ ეკისრება ანდიჟანის ხოცვა-ჟლეტაზე პასუხისმგებლობა; ასევე ამ ტრაგედიაში სავარაუდო დამნაშავეთა საქმეების გამოძიება, იმის გათვალისწინებით, რომ დამოუკიდებელი კვლევა ამ საქმეში არ წარმოებს.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა ბრიუსელში ამ შეხვედრის წინ განაცხადა, რომ უზბეკეთის დათმობების საფუძველზე ევროკავშირი უარს ვერ იტყვის თავის მოწოდებაზე, რომ ანდიჟანის ამბების სარეთაშორისო გამოძიება საჭიროა.
(ფერერო-ვალდნერის ხმა)
“ცხადია, რომ ეს დათმობები არ ცვლის საერთაშორისო გამოძიებას, მაგრამ ადრინდელზე უფრო მეტი გულწრფელობის მაჩვენებელი კი იქნება.”
ჩანს, რომ ევროკავშირი მზადაა, მაისში, როცა მოგზაურობის ანუ ვიზების გაცემის აკრძალვას ვადა გაუდის, გადახედოს სანქციებს. თუმცა იარაღის ემბარგო კიდევ ექვსი თვით გაგრძელდება.
ევროკავშირის ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ჩვენს კორესპონდენტთან საუბრისას ბრიუსელში ვინაობის გამხელა არ ისურვა, თქვა: შტაინმაიერს თავისი კოლეგებისთვის უთქვამს, ტაშკენტის მიერ შემოთავაზებული დათმობების ჭეშმარიტებაში მაშინ დავრწმუნდები, როცა მათ შესახებ წერილობით დასტურს მივიღებ ტაშკენტიდანო. მისივე თქმით, ამ დებატებში კავშირის სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი და გერმანიის პრაგმატულ მიდგომას ემხრობოდნენ.
ევროკავშირის კომისარი ფერერო-ვალდნერი ორშაბათსვე მონდომებით ცდილობდა ხაზი გაესვა ამ იმედისმომცემი ინფორმაციისთვის:
(ფერერო-ვალდნერის ხმა) “მართალია, ჩვენ კვლავაც შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებების გამო ამ ქვეყანაში, მაგრამ უზბეკებმა სწორი მიმართულებით მოძრაობის ნიშანი მოგვცეს.”
ფერერო-ვალდნერის ამ ნათქვამმა გამოხატულება პოვა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც, იქ გამოთქმული სერიოზული შეშფოთების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა სფეროში დიალოგისა და ანდიჟანთან დაკავშირებით ექსპერტთა შეხვედრის მომავალი რაუნდისკენ მოწოდებებით იფარგლება.
უზბეკეთის ზრახვები შემოწმდება მარტის ბოლოს, როცა შტაინმაიერი შუა აზიაში ჩავა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შუა აზიის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. იქ ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საშუალება მიეცემა ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებს გააცნოს შუა აზიის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიის მთავარი პრინციპები, რომლებიც ახლა საბოლოო ჩამოყალიბების სტადიაშია. ამ სტრატეგიას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ივნისის სამიტზე დაამტკიცებენ.