Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტზე მიიღეს გლობალური დათბობის


ევროკავშირის სამიტზე მიიღეს გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართული სავალდებულო ზომების პაკეტი.

ევროკავშირის სამიტზე მიიღეს გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართული სავალდებულო ზომების პაკეტი.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა მიაღწიეს ერთსულოვნებას, რომ 2020 წლამდე 20 პროცენტით უნდა შემცირდეს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების ემისიის მოცულობა - 1990 წელთან შედარებით. მიღწეულია ასევე შეთანხმება, რომ 2020 წლამდე განახლებად ენერგიაზე (მათ შორის მზისა და ქარის ენერგიაზე) უნდა მოდიოდეს ევროკავშირის ენერგიით მომარაგების 20 პროცენტი. ბრიუსელში გამართული სამიტის თავმჯდომარემ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა შეაქო მიღწეული შეთანხმება, ისევე როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა.
XS
SM
MD
LG