Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა პარლამენტში “ჰამასის” და “ფატაჰის” წარმომადგენელთა ერთიანმა მთავრობამ ფიცი დადო


პალესტინელთა თვითმმართველობის ორი ფრაქციის “ჰამასის” და “ფათაჰის” წარმომადგენლებისგან შემდგარი კოალიციური მთავრობა დღეს პარლამენტმა

დაამტკიცა და მან ფიცი დადო. კანონმდებლებმა დაამტკიცეს გაერთიანებული მთავრობა, რომლის თაობაზე შეთანხმება ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მოხდა. მთავრობაში 25 მინისტრია. პარლამენტის დღევანდელი სხდომა ღაზასა და რამალაში შედგა, მათ შორის ტელეკავშირი იყო.

ისრაელმა სხდომამდე გამოთქვა თავისი წინააღმდეგობა “ჰამასის” და “ფათაჰის” კოალიციის მიმართ, განაცხადა რა, რომ მისი პროგრამა არ აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, სხვათა შორის ისრაელის არსებობის უფლების აღიარებას.

ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა მირი აისინმა განაცხადა, რომ ისრაელი არ ითანამშრომლებს ახალ მთავრობასთან.

(აისინის ხმა) “პალესტინელთა ახალმა მთავრობამ არ აღიარა სამი საერთაშორისო პრინციპი. ის არ აღიარებს ისრაელს, არ აღიარებს ოფიციალურ ხელშეკრულებებს და არ გმობს აშკარად ტერორს. ისრაელი სამწუხაროდ ვერ ხედავს ამ მთავრობაში პარტნიორს და ვერ გააგრძელებს თანამშრომლობას მაჰმუდ აბასთან. ჩვენ ვერც ამ მთარობასთან ვერ ვითანამშრომლებთ და ვერც ამ მთავრობის რომელიმე ნაწილთან.”

ისრაელის ვიცე-პრემიერმა შიმონ პერესმა დღეს განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უნდა დადგეს. პერესის თქმით, რატომ უნდა დაეხმაროს საერთაშორისო თანმეგობრობა მთავრობას, რომელიც არ უარყოფს ტერორს და არ სურს სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელება.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე “ფათაჰის” წარმომადგენელი პრეზიდეტი მაჰმუდ აბასი და ჰამასის წარმომადგენელი ისმაილ ჰანია სხვადასხვა განცხადებებს აკეთებენ. აბასმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შეწყვიტოს პალესტინელთა მთავრობის ფინანსური ბოიკოტი და თქვა, რომ პალესტინელები ძალადობის ყველა ფორმას ეწინააღმდეგებიან. ისმაილ ჰანიამ გააფრთხილა საერთაშორისო თანამეგობრობა პალესტინელთა მიმართ განსხვავებული მიდგომის გამო და თქვა, რომ მთავრობა ისრაელის ოკუპაციას გააგრძელებს, რაც ისრაელის მიერ ტერორიზმის მიმხრობად მიიჩნევა.

დღევანდელი კენჭისყრა პარლამენტში ჩატარდა ღაზის სექტორში უკანონობის ფონზე, კვლავაც ეძებენ ღაზაში “ბი-ბი-სის” კორესპონდენტს, რომელიც გატაცებული უნდა იყოს. პარასკევს კი ესროლეს ღაზის სექტორში გაეროს ჰუმანიტრაული ორგანიზაციის წარმომადგენლის მანქანას.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG