Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო, შვიდწლიანი


განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო, შვიდწლიანი პატიმრობით

განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო, შვიდწლიანი პატიმრობით
დასჯილი არასრულწლოვანი გიორგი ზერეკიძის გათავისუფლების მოთხოვნით, საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქციები დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან, პარლამენტთან, უზენაეს სასამართლოსა და განათლების სამინისტროსთან გამართა. თავად სამინისტრომ აქციის მონაწილე მოსწავლეების სკოლიდან გარიცხვის ინფორმაცია უარყო. პარალელურად, თბილისის პროკურორმა დღეს საჯაროდ წაიკითხა გიორგი ზერეკიძის საქმესთან დაკავშირებული ყველად ჩვენება და განაცხადა, რომ განაჩენი კანონის ადეკვატური და ზომიერი იყო. ღვინიაშვილის ცნობით, გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ზერეკიძეს სასჯელის შემსუბუქებას სთავაზობდნენ, რასაც ის არ დათანხმდა. პროკურორის განცხადებით, გიორგი ზერეკიძე სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებშიცაა ეჭვმიტანილი და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG