Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა


ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა უკვე დაიწყეს ევროკავშირის 50-ე წლისთავის

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა უკვე დაიწყეს ევროკავშირის 50-ე წლისთავის
აღნიშვნასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები, რომლებიც ბერლინშია დაგეგმილი. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, საღამოს ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტს უმასპინძლა. კონცერტის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებს სადილზე გერმანიის პრეზიდენტი უმასპინძლებს. კვირას, 25 მარტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა უნდა გააფორმონ ”ბერლინის დეკლარაცია”, რომელშიც ევროკავშირში პოლიტიკური სოლიდარობის განმტკიცების მოწოდება იქნება გამოთქმული - თუმცა, ამავე დროს, წევრ ქვეყნებს შორის სხვაობებზეც იქნება საუბარი. დოკუმენტში ნახსენები არ არის ევროკავშირის ერთიანი კონსტიტუციის შეჩერებული პროექტი, ან კავშირის შემდგომი გაფართოების პერსპექტივა.
XS
SM
MD
LG