Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა,

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა,
რომ საქართველოში მისი ახლანდელი ვიზიტი შეხვედრებით განსაკუთრებით დატვირთული იყო. მეთიუ ბრაიზა შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა, საგარეო, თავდაცვის, განათლების მინისტრებს, სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, გენერალურ პროკურორს. გუშინ მან საგანგებო შეხვედრა გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. დღეს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე მეთიუ ბრაიზამ ასე შეაფასა ეს შეხვედრები. (ბრაიზას ხმა) “ამ ვიზიტის შემდეგ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ერთი წელი გავატარე უნივერსიტეტში და უფრო ღრმად გავითავისე აქაურობა ვიდრე ეს თუნდაც გუშინ იყო.” ბრაიზას შეფასებით, ყველაზე მთავარი საკითხი კონფლიქტების მშვოდობიანი მოწესრიგების გზებია. მან დადებითად შეაფასა კონფლიქტის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციული ზონის შექმნის ინიციატივა და განაცხადა, რომ ეს აქ მცხოვრები მოსახლეობის მთელი საქართველოს მოსახლეობასთან ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება. ბრაიზას თქმით, შეხვედებზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ძირითადად, პოლიტიკურ და სამართლებრივ სფეროში. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპის ენერგოდივერსიფიკაციის საკითხში საქართველოს როლის მნიშვნელობაზე.
XS
SM
MD
LG