Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბაღდადში აფეთქებების შედეგად სულ


დღეს ბაღდადში აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 35 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა.

დღეს ბაღდადში აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 35 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა.
დილით ქალაქის ერთ-ერთ ბაზარზე ორი დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. დაიღუპა სულ ცოტა 18 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. რამდენიმე საათის შემდეგ ბაღდადის სხვა რაიონში ექვსი ადამიანი დაიღუპა, როცა თვითმკვლელმა მიკროავტობუსი ააფეთქა. ერაყის დედაქალაქის ცენტრში კიდევ ერთი მიკროავტობუსი აფეთქდა. ამ აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა. კვირას ბაღდადის მახლობლად ბრიტანეთის ორმა ვერტმფრენმა განიცადა ავარია. დაიღუპა ორი სამხედრო მოსამსახურე. როგორც სამხედრო ხელმძღვანელობა იტყობინება, როგორც ჩანს, ვერტმფრენები ჰაერში შეეჯახნენ ერთმანეთს.

XS
SM
MD
LG