Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზი ოპოზიციონერი პარლამენტარის განცხადებით, 21


ყირგიზი ოპოზიციონერი პარლამენტარის განცხადებით, 21 დეპუტატი ემხრობა პარლამენტის დათხოვნას.

ყირგიზი ოპოზიციონერი პარლამენტარის განცხადებით, 21 დეპუტატი ემხრობა პარლამენტის დათხოვნას.
პარლამენტს სულ 75 წევრი ჰყავს. როგორც ჩვენი რადიოს ყირგიზულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა დეპუტატმა ოსმონ არტიკბაევმა, პარლამენტარებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ყირგეიზთში ამჟამინდელი კრიზისისთვის. [არტიკბაევის ხმა] “21 კანონმდებელი ემხრობა ინიციატივას პარლამენტის დათხოვნის შესახებ, რადგან, ჩვენი აზრით, პარლამენტს, პრეზიდენტ ბაკიევთან ერთად, ეკისრება პასუხისმგებლობა ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გაუარესებისთვის”. ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადების კონტესქტში აღსანიშნავია, რომ დღეს ბიშკეკში ისევ გაიმართა საპროტესტო გამოსვლა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფორმის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG