აზერბაიჯანმა გადადო მაღალი რანგის ვიზიტი შეერთებულ შტატებში. ამის მიზეზად ბაქო იმას ასახელებს,
რომ ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოშვებულ 2006 წლის ანგარიშში მთიანი ყარაბაღის შესახებ სიტყვიერი ფორმულირება თითქოს შეცვლილია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ეს ცვლილებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის რეალურ მიზეზებს არასწორად წარმოაჩენს, და ”ეჭვქვეშ აყენებს კონფლიქტის გადაჭრის პროცესში შეერთებული
შტატების პოზიციას, რომ ის პატიოსანი შუამავალია”. განცხადებაში გამოთქმულია გაფრთხილება, რომ ეს საკითხი შესაძლია იქცეს შემაფერხებელ ფაქტორად აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პროცესისთვის. განცხადებაში დეტალებზე საუბარი არ არის. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ამ საკითხის მიმართ პოლიტიკა არ შეუცვლია. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნენსი ბეკის თქმით, ”ნებისმიერი ინტერპრეტაცია, რომ მთიანი ყარაბაღის მიმართ ჩვენი პოლიტიკა შეიცვალა, არასწორია”. შეერთებულ შტატებს და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ მოლაპარაკება ორშაბათს უნდა დაწყებულიყო. ბეკის თქმით, ეს მოლაპარაკება მნიშვნელოვანია, და ვაშინგტონს იმედი აქვს ის მალე გაიმართება.