სამშვიდობო ინიციატივით დაიწყო.საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 23 აპრილს ცხინვალის კონფლიქტის მოწესრიგების ხუთპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. დოკუმენტი, რომელსაც სააკაშვილმა ”კონკრეტული და გაბედული ნაბიჯი უწოდა”, ეთნიკურ ოსებს, ავტონომიური ოლქის სრულ აღდგენამდე, ფართო უფლებებით აღჭურვილი დროებითი ადმინისტრაციის შექმნას ჰპირდება.
გეგმის თანახმად, შეიქმნება ავტონომიის აღდგენის საფუძველი, ავტონომიისა, რომელიც, საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1990 წელს გაუქმდა. ამ გეგმაში მთავარი სიახლე ისაა, რომ, დროებითი ადმინისტრაციის გარდა, ეთნიკურ ოსთა გარდამავალ მმართველობით ერთეულს მაღალი წარმომადგენლობა ექნება ცენტრალურ სამინისტროებში:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ასევე ჩვენ ვთავაზობთ ამ დროებით ადმინისტრაციას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში - საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, კულტურის, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროებში - მოადგილეების დანიშვნას მათ მიერ, იმ მოადგილეების, რომელთაც საგანგებო მანდატი ექნებათ ამ ტერიტორიაზე.”
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ასევე სთავაზობს კონფლიქტში მონაწილე ყველა პირსა და საზოგადოებრივ გაერთიანებას, მიიღოს მონაწილეობა დაკომპლექტებაში დროებითი ადმინისტრაციისა, რომელსაც, გარდა მნიშვნელოვანი ფუნქციებისა, როგორიცაა საბოლოო სტატუსის განსაზღვრა, ექნება ”საგანგებო ფინანსური პაკეტი” ყველა უფლებამოსილების განსახორციელებლად.:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” დროებით ადმინისტრაციას ევალება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში იმუშაოს რეგიონის რეკონსტრუქციაზე, ყველა ადამიანის უფლების სათანადო წარმოდგენაზე, საბოლოო სტატუსის გარკვევაზე, ჩამოყალიბებაზე და საბოლოო სამშვიდობო გადაწყვეტაზე. ჩვენ ვთავაზობთ ადმინისტრაციული ერთეულის შემქმნელ ძალებს საგანგებო ფინანსურ პაკეტს რეგიონის რეაბილიტაციისთვის, რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის.”[სტილი დაცულია]
გასულ კვირაში კონფლიქტების მოგვარების საკითხს გვერდი ვერც პარლამენტმა აუარა. უმრავლესობის წევრმა ნოდარ გრიგალაშვილმა გაიხსენა
კონცეფცია საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ, რომელიც ქართველმა ექსპერტებმა წლების წინ, „ვარდების რევოლუციამდე“, შეიმუშავეს. ექსპერტებს შორის სხვებთან ერთად იყვნენ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებიც, 24 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ გრიგალაშვილმა "საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ" ქართველ ექსპერტთა მოსაზრებებით რესპულიკური პარტიის კომპრომეტირება სცადა:
[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] "საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაშია სუვერენული სახელმწიფოებრივი ერთეული აფხაზეთი, რომელიც გამოდის თანასწორუფლებიანი პარტნიორის სახით. აფხაზეთი არის ფედერაციული საქართველოს დამოუკიდებელი წევრი და არა ნაწილი! ეხლა გინდ შეიტანეთ ეს რესპუბლიკური პარტია და გინდ გამოიტანეთ. ყოჩაღ თქვენ, ბატონო ივლიანე, და ამის დამწერებს!." (სტილი დაცულია)
ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფციის რომელიმე პარტიისთვის მიკუთვნებას, მით უფრო, მასში რაიმე მოღალატეობრივის დანახვას არ ეთანხმება დავით დარჩიაშვილი. ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა. შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, დღეისთვის და სამომავლოდ, აქტუალობა შეიძინოს იმ იდეებმა, რომლებიც „საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მოსაზრებებში“ ჩაიდო, ის ასე უპასუხებს:
[დავით დარჩიაშვილის ხმა] "ფონი არ არის, რომ ვინმემ იმსჯელოს ფედერალურ სტატუსზე. თუმცა, თეორიის მხრივ, მით უფრო მაშინ, როცა სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის მსოფლიოში არსებული ყველაზე ფართო სტატუსები განიხილოს, ეს დოკუმენტი განხილვისთვის კარგ ნიადაგს იძლევა, მით უფრო, რომ ქართულ საზოგადოებაშია იგი შემუშავებული.” (სტილი დაცულია)
თუმცა, დოკუმენტის განხილვის ნაცვლად, გასულ კვირაში ქართული საზოგადოება სხვა - უფრო მიწიერი - საქმეებით იყო დაკავებული.
25 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა სპეციალური განცხადება გააკეთა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის გიორგი ხევიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტრო არაეფექტურ მენეჯმენტს ახორციელებს, რითაც აფხაზეთიდან დევნილთა უფლებები უხეშად ირღვევა. სახალხო დამცველმა ლტოლვილთა მიმართ სამინისტროს არასწორი დამოკიდებულების არაერთი მაგალითი გამოაქვეყნა. საქმე ის არის, რომ
24 აპრილის ღამით სამართალდამცველებმა თბილისის ვაზისუბნის დასახლებაში მიტოვებული ”ავტოსპეცმეურნეობის” შენობიდან აფხაზეთიდან დევნილი 18 ოჯახი გამოასახლეს.
[დევნილის ხმა] ”მესამედ ვარ დღეს დევნილი. 6 თვეა დავრბივარ, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს და ღია ცის ქვეშ დავრჩით ეხლა.”
[დევნილის ხმა] ”სადაც გინდა, იქ მიდითო, სადაც გინდათ, იქ იჩივლეთო. არც ერთი დოკუმენტი არ გააჩნიათ, ისე გამოგვასახლეს.”
საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, ამ დევნილების საქმეს დიდი ხანია სწავლობენ და იციან, რომ მათი გამოსახლება უკანონოდ - სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებით - განხორციელდა:
[სოზარ სუბარის ხმა] ”ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ არაფერი იღონა ამ ადამიანების დასახმარებლად. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ადამიანები ღია ცის ქვეშ ამ წვიმასა და თოვლსა და ჭყაპში დიდხანს ვერ გაჩერდებიან. სამწუხაროდ, ამან ბოლო დროს მიიღო ძალიან სერიოზული ტენდენციის ხასიათი. ეს პირდაპირ არის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და პირადად მინისტრის პასუხისმგებლობა.” (სტილი დაცულია)
გასული კვირა სახალხო დამცველისთვის მეტად დატვირთული გმოდგა. სოზარ სუბარმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს გასული წლის ანგარიში ჩააბარა. სახალხო დამცველმა საათზე მეტი ილაპარაკა იმ დარღვევების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჰქონდა ადგილი. სოზარ სუბარმა, როგორც მოსალოდნელი იყო, გვერდი ვერ აუარა გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელობებს, ადამიანის უფლებათა დარღვევებს სამხედრო ნაწილებში და გახმაურებულ სასამართლო პროცესებს:
[სოზარ სუბარის ხმა] „მე არაფერს ვიტყვი მკვლელობის საზარელ ფაქტზე, მაგრამ თვითონ სასამართლო პროცესი იყო პრეცედენტული იმ გაგებით, რომ ყველაზე გახმაურებული საქმე საქართველოს უახლეს ისტორიაში დასრულდა რაღაც ექვს სხდომაში...“
ასევე სახალხო დამცველმა გასულ კვირაში მოითხოვა სოხუმის იზოლატორში უკანონოდ დაკავებული სამი ქართველი სტუდენტის გათავისუფლება, თუმცა
უფრო ხმამაღალი პროტესტი სტუდენტურმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს.
[სტუდენტის ხმა] „ჩვენ ვითხოვთ სტუდენტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ყოველგვარი პირობის გარეშე.“
სტუდენტურმა ორგანიზაციებმა საპროტესტო აქცია ენგურის ხიდთან, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გამართეს. სამი ქართველი ახალგაზრდის გათავისუფლება გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის წევრებმაც მოითხოვეს, თუმცა პასუხად დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რადიო ”თავისუფლებას” განუცხადა:
[სერგეი შამბას ხმა] „მიტინგები არა ენგურის ხიდთან, არამედ საკუთარი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან უნდა გამართონ. ვგულისხმობ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას. სწორედ იქ უნდა გამართონ მიტინგები და მოითხოვონ სიგუას გაშვება, მაშინ პრობლემაც აღარ იქნება. ენგურის ხიდთან დგომითა და პოლიტიკური აქციის ჩაატარებით არაფერი გამოვა. ამ აქციის მიზანი არ არის სტუდენტების გათავისუფლება.“
დაბოლოს, გასული კვირა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მიწას მიაბარეს რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის, ცხედარი. კვირის მიწურულს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში, 80 წლის ასაკში, ასევე გარდაიცვალა მსოფლიოში სახელგანთქმული რუსი ჩელისტი და დირიჟორი მსტისლავ როსტროპოვიჩი.