Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" ასახელებს 10


"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" ასახელებს 10 ქვეყანას, რომლებშიც ყველაზე მეტად გაუარესდა ვითარება

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" ასახელებს 10 ქვეყანას, რომლებშიც ყველაზე მეტად გაუარესდა ვითარება
პრესის თავისუფლების მხრივ ბოლო 5 წლის მანძილზე. ეს ქვეყნებია ეთიოპია, გამბია, რუსეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კუბა, პაკისტანი, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, მაროკო და ტაილანდი. აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთი, პრესის თავისუფლების გაუარესების მხრივ, მესამე ადგილზე გავიდა იმის გამო, რომ მთელს რუსეთში მაუწყებელი სამივე ტელეარხი სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარება და ბოლო 5 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში 11 ჟურნალისტი იქნა მოკლული. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ეს ანგარიში ხუთშაბათს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გავრცელდა.
XS
SM
MD
LG