პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს ესტუმრა ცხინვალის რეგიონს,
სადაც ქურთის რეზიდენციაში შეხვდა სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ პრეზიდენტს დიმიტრი სანაკოევს. საუბარი შეეხო თბილისის გეგმას რეგიონში დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის თაობაზე. ბურჯანაძე მზად იყო, შეხვედროდა რეგიონის სეპარატისტ ლიდერს ედუარდ კოკოითის, თუმცა მისგან შესაბამისი თანხმობა ვერ მიიღო. ცხინვალის რეგიონში ბურჯანაძის ვიზიტს წინ უსწრებდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთა ანალოგიური ვიზიტი 3 მაისს.