- ასეთი სათაურებით ეხმაურება პრესა ესტონეთის პრეზიდენტის თომას ჰენდრიკ ილვესის მიმდინარე ვიზიტს საქართველოში. პუბლიკაციები, ფაქტობრივად, ილვესის ვიზიტის ორშაბათის ქრონიკას წარმოადგენს.
”რეზონანსის” მთავარი პუბლიკაცია თბილისის მთავრობის მიერ ბინის ორდერების შესწავლის მეორე ტალღას შეეხება. გაზეთის თანახმად, ”ამჯერადაც ეს პროცესი ყიფშიძის, აგლაძის, მარჯანიშვილისა და ინგოროყვას ქუჩებზე არსებულ მშენებარე კორპუსებში არსებულ ბინებზე გაცემულ ორდერებს შეეხება. ბინაწართმეულებს მიწაწართმეულებიც დაემატებიან. მერია 1999-2000 წლებში აუქციონებისა და კონკურსების გზით გაცემული მიწის ნაკვეთების კანონიერების შესწავლას იწყებს”.
დღევანდელი პრესა კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატად საგარეო საქმეთა მინისტრის ახლანდელი მოადგილის, ლევან ჭოლაძის, დასახელებასაც ეხმაურება. ”ახალი თაობის” კორესპონდენტს დეპუტატმა მანანა ნაჭყებიამ განუცხადა: ”პირადად ჩვენ ჭოლაძის მიმართ საპრეტენზიო არაფერი გვაქვს. ის იყო ერთ-ერთი ადამიანი, ვისთანაც ჩვენ კარგად ვთანამშრომლობდით, მაგრამ არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ კონტროლის პალატა გახდება დამოუკიდებელი და შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც კონსტიტუციით ევალება”. ”ახალი თაობის” პუბლიკაციის ავტორი კი დასძენს: ”პარლამენტში საუბრობენ, რომ ლევან ჭოლაძე გელა ბეჟუაშვილის გუნდის წევრია”. ამავე საკითხს ეხმაურება გაზეთი ”ალიაც”.
”ალია” დღეს საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, სარკოზისა, და ”საქართველოს გზის” ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის, მეგობრობაზე წერს: ”საქმეში ჩახედული წყაროს ცნობით, სარკოზის შესანიშნავი ურთიერთობა აქვს სალომე ზურაბიშვილთან. ისინი ახლო მეგობრები არიან. როგორც ამბობენ, სალომეს გადაყენების შემდეგ მათ ტელეფონითაც კი ისაუბრეს რამდენჯერმე”. ავტორი სვამს და უპასუხოდ ტოვებს კითხვას: ”რა როლს ითამაშებს სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილსა და სარკოზის შორის? ექსპერტებს პასუხის გაცემა უჭირთ. თუმცა, დიდ პოლიტიკას დიდი ინტერესები ატრიალებს და მეგობრობა ხშირად ფინჯან ყავასთან მთავრდება”, - წერს ”ალიას” პუბლიკაციის ავტორი.
”24 საათი” აქვეყნებს ვრცელ სტატიას ნარკომანიის პრობლემაზე. ავტორი წერს, რომ საქართველოში არ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად ნარკოტიკული ნივთიერების ჭარბი დოზის მიღებით. ”როგორც ჩვენს კლინიკებში არსებული ოფიციალური სამედიცინო ისტორიები, ასევე დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები წამალდამოკიდებულის გარდაცვალების ნამდვილ მიზეზს საგულდაგულოდ მალავენ. დიაგნოზის მოფიქრება არ ჭირს: არჩევანი გულის რომელიმე მწვავე დაავადებაზე უნდა შეჩერდეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - ნარკომანობა გარკვეულ წრეებში ”მაგარ ბიჭობას”, უპირატესობას ნიშნავს, სამაგიეროდ, იგი საზოგადოების თვალში ითვლება საჩოთიროდ”, - შენიშნავს ”24 საათის” კორესპონდენტი.