Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მმართველი ლეიბორისტული პარტიის


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მმართველი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მმართველი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტონი ბლერი კი, ის 27 ივნისს დატოვებს. ამის შესახებ განცხადება მან 10 მაისს, სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა: (ტონი ბლერის ხმა) "დღეს გამოვაცხადე ჩემი გადაწყვეტილება ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტის დატოვების თაობაზე. პარტია ახალ ლიდერს აირჩევს. 27 ივნისს კი, მე პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით ოფიციალურად მივმართავ დედოფალს." ლეიბორისტული პარტიის ლიდერად არჩევის ყველაზე დიდი შანსი აქვს ქვეყნის ამჟამინდელ ფინანსთა მინისტრს გორდონ ბრაუნს. რის შემდეგაც ის ავტომატურად დაიკავებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. ტონი ბლერი ამ თანამდებობაზე 10 წლის მანძილზე მუშაობდა.
XS
SM
MD
LG