რომელიც საქართველოს მიერ IPAP-ის - ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის - შესრულების შეფასებას მიეძღვნა. ნატოს გენერალური მდივნისა და ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩების შეფასებებს ისმენდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები, მათ შორის, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია, რომელსაც შეხვედრის დასრულებისთანავე ბრიუსელში დავურეკე.
საქართველოს ხელისუფლება თავის აქტივში სულ უფრო მეტ კომპლიმენტებს აგროვებს ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან ხარისხიანიად შესრულებული სამუშაო დავალების გამო, რასაც IPAP- ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა - ჰქვია. ამერიკის შეერთებული შტატებიც კვლავინდებურად მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს დაჩქარებული წესით მიიღოს საქართველო ალიანსში, მაგრამ პროცედურა პროცედურაა და IPAP-იც, რომლის დასრულებასაც და შემდეგ საფეხურზე, ანუ უშუალოდ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე, MAP-ზე, გადასვლასაც საქართველოს ხელისუფლება 2006 წელს გეგმავდა, კვლავ გრძელდება. თუმცა, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, 16 მაისს ნატოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი მიიღო:
[ბათუ ქუთელიას ხმა] ”ყველა გამომსვლელმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არის აბსოლუტურად სწორ გზაზე და, ასეთი პროგრესის შემთხვევაში, ამ მიმართულებით რეფორმების გაგრძელების პროგრესის შემთხევაში, შემდგომი გადაწყვეტილებებიც დროის შესაბამის პერიოდში იქნება მიღებული. ანუ ლაპარაკი იყო MAP-ზე გადასვლაზე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი სიგნალი იყო ჩვენთვის.” (სტილი დაცულია)
შესაძლოა, ეს სიგნალი უკანასკნელიც კი იყოს და ქვეყანა წლის ბოლოს მართლაც გადავიდეს MAP-ზე, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ვადებზე უწინდებურად აღარ მარჩიელობს, მით უფრო, რომ შემოდგომაზე ჩასატარებელია მნიშვნელოვანი ფორუმი (სავარაუდოდ, ნოემბერში საქართველოში ჩამოვლენ ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები და თვით ალიანსის პოლიტიკური ორგანოს ხელმძღვანელები), რომელზეც საბოლოოდ უნდა გაირკვეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში საქართველოს ჩართვის საკითხი.
[ბათუ ქუთელიას ხმა] ”ეს ხდება შემოდგომაზე 2007 წლის და, ალბათ, ეს ვიზიტი იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი MAP-თან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისა.” (სტილი დაცულია)
მანამდე კი საქართველომ უნდა წარადგინოს სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა, ე.წ. SDR, რომელიც ალიანსის წევრებს დაარწმუნებს, რომ საქართველო სამხედრო ძალების რეფორმირებისა და განვითარების გრძელვადიან დაგეგმარებაზე გადადის. ეს დოკუმენტი უკვე მზად არის და ბრიუსელში მას 2 კვირაში განიხილავენ. ნატოს წესდება ასევე ითხოვს გრძელვადიან პერსპექტივაში გაიწეროს საქართველოს სამხედრო უწყების დაფინანსების პროცესი, რომლის გაუმჭვირვალობა და დახურული მუხლების სიმრავლე სერიოზულ შენიშვნებს იმსახურებდა ალიანსის მმართველი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან.
[ბათუ ქუთელიას ხმა] ”ამ შეხვედარზე ჩვენ გავავრცელეთ რამდენიმე დოკუმენტი. ერთ-ერთი მათ შორის იყო ბიუჯეტთან დაკავშირებით, ანუ ის, თუ რაზე იხარჯება დამატებით გამოყოფილი ასიგნებები. ალბათ, როცა ეს[დამატებით 435 მილიონის გამოყოფა] უკვე ოფიციალურად, კანონმდებლობის სრული დაცვით, შევა ძალაში, მერე უკვე უფრო ფართო აუდიტორიისთვისაც გაავრცელებს თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას.” (სტილი დაცულია)
ბათუ ქუთელიას თქმით, რეფორმებში პროგრესი, თავდაცვის სფეროს გარდა, აღინიშნა ყველა მიმართულებით, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, რასაც, როგორც ცნობილია, საქართველოს პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კვლავ კრიტიკულად აფასებენ. ნატოს შტაბბინაში 26 +1-ის ფორმატის შეხვედრის დღის წესრიგში არ მდგარა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ყოფილ სამხრეთ ოსეთში დროებითი ადმინისტრაციის შექმნის თაობაზე. თბილისის ამ გეგმას, როგორც ცნობილია, კრიტიკულად აფასებს რუსეთი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების ტრადიციული მოწინააღმდეგე, რომელსაც ჯერ კიდევ ანგარიშს უწევენ ალიანსის ე.წ. ძველი წევრები.