Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 მაისს მოსკოვში გაიმართა ცერემონია


17 მაისს მოსკოვში გაიმართა ცერემონია, რომლითაც დაახლოებით 80-წლიან განხეთქილებას მოეღო ბოლო.

17 მაისს მოსკოვში გაიმართა ცერემონია, რომლითაც დაახლოებით 80-წლიან განხეთქილებას მოეღო ბოლო.
მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ხელი მოეწერა გაერთიანების ხელშეკრულებას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეპარქიას შორის. რუს მართლმადიდებელთა ორი განშტოების ისტორიული გაერთიანება 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მოხდა, როცა ბოლშევიკურ რეჟიმს გაქცეული ემიგრანტები დედა-ეკლესიას გამოეყვნენ და საზღვარგარეთ ცალკე ეპარქია ჩამოაყალიბეს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერმა, პატრიარქმა ალექსი მეორემ გაერთიანებისა და შერიგების ფაქტი ასე შეაფასა: (პატრიარქ ალექსი მეორის ხმა) “ვძლევთ საეკლესიო განხეთქილებებს, ვძლევთ რუვოლუციისა და სამოქალაქო ომის დროიდან მემკვიდრეობით შემორჩენილ დაპირისპირებებს საზოგადოებაში. განმტკიცების გზაზეა ეკლესია, აღორძინების გზაზეა ჩვენი მამული.”
XS
SM
MD
LG