Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ იუშჩენკოსა და ვიქტორ იანუკოვიჩის


ვიქტორ იუშჩენკოსა და ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვედრა, რომელშიც სხვა პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ,

ვიქტორ იუშჩენკოსა და ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვედრა, რომელშიც სხვა პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ,
ამ ქვეყანაში გამწვავებულ პოლიტიკურ კრიზისს ეხებოდა. შეხვედრა მოჰყვა მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას. პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ საგანგებო განკარგულებით საკუთარ თავს დაუქვემდებარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარი. შინაგან საქმეთა მინისტრი ცუშკო პრეზიდენტმა კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. ცუშკომ შინაგანი ჯარი გუშინ გენერალური პროკურატურის შენობის დასაცავად გაგზავნა მას მერე, რაც იუშჩენკომ თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური პროკურორი სვიატოსლავ პისკუნი. პისკუნიცა და ცუშკოც პრემიერ იანუკოვიჩის მომხრეები არიან.
XS
SM
MD
LG