Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ვიცე-პრემიერმა, მშვიდობის დარგში ნობელის


ისრაელის ვიცე-პრემიერმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა შიმონ პერესმა გადაწყვიტა,

ისრაელის ვიცე-პრემიერმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა შიმონ პერესმა გადაწყვიტა,
კენჭი იყაროს ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე. [შიმონ ერესის ხმა] "საკუთარი კანდიდატურის წამოყენება მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ამის გაკეთება ბევრმა ადამიანმა მთხოვა: უწინარეს ყოვლისა, პრემიერმა და კნესეტის წევრებმა, და ბევრმა სხვამაც - როგორც ცნობილმა, ისე უცნობმა ხალხმა - მათაც კი, ვისგანაც ამას სულ არ ველოდი. ჩემი ეს ნაბიჯი, შესაძლოა, ჩემი ქვეყნისთვის გაწეული ბოლო სამსახური გამოდგეს." შიმონ პერესის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი "კადიმის" პარტია, რომელსაც სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი. [ეჰუდ ოლმერტის ხმა] "შიმონ პერესი განასახიერებს ყოველივე იმას, რაც ისრაელის მოქალაქეებს სახელმწიფოს მეთაურისთვის მართებულად, საპატიოდ და ღირსეულად მიაჩნიათ. მან უკვე ბევრი გააკეთა, მისი სახელი საყოველთაოდ არის ცნობილი და ის სარგებლობს რეპუტაციით, რომლითაც სხვები ვერ დაიკვეხნიან." ისრაელში პრეზიდენტს პარლამენტის დეპუტატები ირჩევენ. პრეზიდენტის თანამდებობა უფრო მეტად საცერემონიო ხასიათს ატარებს.
XS
SM
MD
LG