”მესამე მასობრივი გაქცევა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ”; ”კოჯრის ბრიგადიდან ჯარისკაცები გაიქცნენ. ვინ უვრცელებს ჭორებს დავით კეზერაშვილს” - ასეთი სათაურები გამოჩნდა პირველ გვერდებზე. მოვლენიდან ძალიან მცირე დროში და ჯარისკაცთა გაქცევის ოფიციალური ვერსიის უქონლობის ფონზე, ზოგიერთი გაზეთი შეეცადა ვერსიები შეეთავაზებინა მკითხველისთვის. ”რეზონანსი” სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის მოსაზრებას ბეჭდავს: ”მე არ ვიცი, რა გახდა ჯარისკაცთა გაქცევის მიზეზი, მაგრამ როცა ჯარისკაცები, რომელთაც სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე სულ რამდენიმე დღე აქვთ დარჩენილი, ასე ღიად გამოხატავენ საკუთარ პროტესტს, ეს ნიშნავს, რომ ჯარში პრობლემა საკმაოდ სერიოზულია და ვითარება - საკმაოდ შემაშფოთებელი.”
”ახალი თაობა”, ”რეზონანსის” მსგავსად, კოჯრის ბრიგადიდან გაქცევების ისტორიას მიმოიხილავს. ”ამ ბრიგადიდან ჯარისკაცები გასულ წელსაც გაიქცნენ. ეს იმ დროს მოხდა, როცა მაშინდელ თავდაცვის მინისტრს ღვინის გატან-გამოტანა დაავალეს. კოჯრელებმა ეს ამბავი ღვინით აღნიშნეს, შემდეგ კი იქაურობა დატოვეს. კოჯრიდან ჯარისკაცები თევზაძის დროსაც გარბოდნენ, მაშინ - ძირითადად ცუდი პირობების გამო. ახლა კოჯრის ბრიგადაში შესანიშნავი პირობებია. სამხედროები კი ისევ გარბიან. არ არის გამორიცხული, ეს კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმართული აქცია იყოს. როცა ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრად დანიშნეს, მაშინ მუხროვანიდან გაიქცნენ ჯარისკაცები. ამბობენ, რომ ოქრუაშვილს ეს მოუწყვეს. თუ ასეა, შესაძლოა, კეზერაშვილსაც ვინმემ ”გაუჩალიჩა” ეს ამბავი. და, ალბათ, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ გაქცევამდე რამდენიმე საათით ადრე კეზერაშვილის გადაყენების შესახებ ჭორი გავრცელდა”, - წერს ”ახალი თაობის” კორესპონდენტი.
”ახალი 7 დღე” ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე წერს პუბლიკაციაში, სათაურით - ”წყლით თამაში ცეცხლით თამაშზე უარესია”: ”რას უნდა მიაღწიონ დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ცენტრებმა, ერთი მხრივ, ცხინვალისთვის, მეორე მხრივ კი, ლიახვის ხეობისთვის წყლის გადაკეტვით? არც ცხინვალში სვამენ მხოლოდ კოკოითი და მისი ხელისუფლება წყალს და არც ლიახვის ხეობაში - მხოლოდ დიმიტრი სანაკოევი და მაია ცაბოშვილი. წყლით თამაში ამ შემთხვევაში ცეცხლით თამაშზე უარესია, რადგან მას იმ ადამიანების სიცოცხლე შეუძლია დააყენოს საფრთხის წინაშე, რომელთაც საკუთარ თავს მზრუნველი ხელისუფლების რანგში სთავაზობს ორივე მხარე”. ”ახალი 7 დღის” მიმომხილველი წერს, რომ ”საქართველოს ხელისუფლება თავის არაღიარებულ კოლეგებს გველეშაპობანას ეთამაშება” და სტატიას ასე ასრულებს: ”ნუ გაჰყვებით ცხინვალის წყალს, ბატონებო! ჩემი ხელისუფლება ამისთვი ნამდვილად არ მემეტება.”
”24 საათი” კოსოვოს სტატუსის საკითხზე მიმდინარე საერთაშორისო დისკუსიაზე წერს და მას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივასთან აკავშირებს. კერძოდ, ”24 საათის” მიმომხილველი წერს: ” ’დიდი რვიანის’ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კოსოვოს საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს - ასეთი ვარაუდი გუშინ მსოფლიო მედიაში გაჩნდა. რუსი დიპლომატები, რომლებიც აქამდე კოსოვოს დამოუკიდებლობას პრინციპულად ეწინააღმდეგებოდნენ, დღეს ამ საკითხზე ნაკლები კატეგორიულობით საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, იმ მოთხოვნებს შორის, რასაც რუსეთი დასავლეთს კოსოვოს საკითხზე პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ უყენებს, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების გაჭიანურებაა”, - წერს ”24 საათი”.