Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების პრეზიდენტის მდივან ტაიებ აბდელრაჰიმის


პალესტინელების პრეზიდენტის მდივან ტაიებ აბდელრაჰიმის განცხადებით, პრეზიდენტმა დაითხოვა მთავრობა

პალესტინელების პრეზიდენტის მდივან ტაიებ აბდელრაჰიმის განცხადებით, პრეზიდენტმა დაითხოვა მთავრობა
და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ნაბიჯების ფონია შეიარაღებული დაპირისპირება პალესტინელების ფრაქციებს "ფატაჰს" და "ჰამასს" შორის. აბდელრაჰიმის თქმით, აბასმა დაითხოვა პრემიერ-მინისტრი ისმაილ ჰანია, რომელიც ისლამისტურ ორგანიზაცია ჰამასის ლიდერია, მაშინ როცა პრეზიდენტი მოძრაობა "ფატაჰს" ხელმძღვანელობს. პრეზიდენტმავე დასძინა, რომ ახალი მთავრობის შექმნას აპირებს. დაგეგმილია ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც. როგორც იუწყებიან, დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დაურეკა პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და გამოთქვა მისდამი და მის მოძრაობა "ფატაჰის" მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა. მანამდე ჰამასის მეომრებმა, როგორც ჩანს, კონტროლი დაამყარეს ღაზის სექტორის უდიდეს ნაწილზე. "ფატაჰს" და "ჰამასს" შორის შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ბოლო დღეების მანძილზე (შაბათიდან მოყოლებული) 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG