გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან საქალაქო ავტობუსებით და მეტროთი მგზავრობა, ნაცვლად დღევანდელი 20 თეთრისა, დაახლოებით 30-40 თეთრი იქნება. თბილისის მთავრობა ირწმუნება, რომ გაძვირება არ შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც უარყოფითადაა განწყობილი თბილისის საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების შეცვლის მიმართ. რატომ გადაწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირება?
პირველი ივლისიდან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტით -ავტობუსითა და მეტროთი - მგზავრობის ღირებულება 40 თეთრი იქნება. ამ თანხის გადახდა მოუწევს იმ პიროვნებას, ვინც მოულოდნელად გადაწყვეტს მეტროში ჩასვლას ან ყვითელი ავტობუსებით გადაადგილებას. ის კი, ვინც წინასწარ შეიძენს სამგზავრო აბონემენტს, ფასდაკლების სისტემით ისარგებლებს. გრძელვადიანი აბონემენტის მფლობელს მგზავრობა ძველებურად 20 თეთრი დაუჯდება. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ეს ასე არ არის და რომ მგზავრობის საფასური ყველასთვის იზრდება. ხალხის პარტიის ლიდერს კობა დავითაშვილს მოვუსმინოთ.
[კობა დავითაშვილის ხმა] ”იმ ადამიანებისთვის, ვინც რეგულარულად სარგებლობს, ლაპარაკი იყო, რომ 20 თეთრი უნდა გამხდარიყო. ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, სადაც მათთვის გახდა 33 თეთრი. არა ოცი, არამედ 33 თეთრი. ფაქტობრივად, 50 პროცენტით გაიზარდა ეს გადასახადი რეგულარული მგზავრებისათვის.”(სტილი დაცულია)
სხვაგვარად ფიქრობს თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ყოფილი უფროსი, ამჟამად კი მერის მოადგილე, დავით ალავიძე:
[დავით ალავიძის ხმა] ”სწორად არ არის გაგებული, რომ ტარიფი იზრდება და ორმაგდება. ჯერ ეს ერთი, სოციალურად დაუცველ ფენას ტარიფი რჩება 10 თეთრი, როგორიც დღეს არის. ტარიფის მინიმალური ზღვარი არის 20 თეთრი და მაქსიმალური 40 თეთრი. სოციალურს პლუს ფასდაკლება აქვს 50 პროცენტი. ტარიფი იქნება დიფერენცირებული: 20 თეთრიანიც, 25 თეთრიანიც, 33 თეთრიანიც, 28 თეთრიანიც და ერთჯერადი გავლა იქნება მხოლოდ 40 თეთრიანი.”(სტილი დაცულია)
ამ დიფერენცირებული სატარიფო გეგმის შემუშავების მიუხედავად, რიგითი თბილისელები მაინც უკმაყოფილონი არიან. მათ დღევანდელ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში დაუშვებლად მიაჩნიათ საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ოდნავ გაძვირებაც კი:
[მოქალაქის ხმა] ”ჯობდა, რომ სხვა რაღაც მოეძებნათ და არ ყოფილიყო ასეთი დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ.”
[მოქალაქის ხმა] ”არასასიამოვნოა გაძვირება, მაგრამ მე რომ ვთქვა და ხალხმა რომ თქვას, არ გააძვიროთო, რა, აქვს აზრი? ხშირად არ ვიყენებ და მომავალში, ალბათ, საერთოდ აღარ გამოვიყენებ.”
ამ და კიდევ მსგავსი მოსაზრებების მქონე მოქალაქეებს დედაქალაქის მთავრობა განუმარტავს, რომ საქალაქო ტრანსპორტის გაძვირება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს. თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ბესარიონ ჟღენტის კომენტარი:
[ბესარიონ ჟღენტის ხმა] ”რამდენჯერმე მოიმატა ფასებმა. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება, რაღაც სახით დამატებითი შემოსავალი მიიღონ შეპესეებმა. და, მეორე მხრივ, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ განვითარდეს ტრანსპორტი.”
დედაქალაქის ხელისუფლების ამგვარი პოზიციის გამო რიგითი მოსახლეობა უკმაყოფილებას ვერ ფარავს, ნაწილს არც საქალაქო ტრანსპორტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სჯერა და ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირების შესახებ ირონიულად ლაპარაკობს:
[მოქალაქის ხმა] ”რა უნდა ვთქვა გაძვირებაზე? კარგია ძალიან და ხალხზე ზრუნავს მთავრობა. ასე გააგრძელონ...”