Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიის სასამართლომ გასცა რუსი მილიარდერის


ბრაზილიის სასამართლომ გასცა რუსი მილიარდერის, ბორის ბერეზოვსკის დაპატიმრების ორდერი.

ბრაზილიის სასამართლომ გასცა რუსი მილიარდერის, ბორის ბერეზოვსკის დაპატიმრების ორდერი.
მას ბრალი ედება ფულად მაქინაციებში ბრაზილიის საფეხბურთო გუნდ "კორინთიანსთან" დაკავშირებით. ხუთშაბათს სასამართლომ გამოაცხადა, რომ ინტერპოლს გაეგზავნება თხოვნა, დააპატიმროს ბერეზოვსკი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. მასთან ერთად დაპატიმრება ემუქრება გუნდის ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრს. ბერეზოვსკიმ უსაფუძვლო უწოდა მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებას და განაცხადა, რომ ეს არის კრემლის მიერ მის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური კამპანიის გაგრძელება.

XS
SM
MD
LG