ნაწილი, დაახლოებით 85 პროცენტი, წილად ხვდა ბაკო საჰაკიანს – სეპარატისტული რეგიონის უშიშროების სამსახურის ყოფილ უფროსს. საარჩევნო მარათონში ჩართული 5 კანდიდატიდან გამარჯვებას სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ.
მთიანი ყარაბახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო საჰაკიანი რომ გახდებოდა, ამაში ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა. სეპარატისტული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს მხარს უჭერდა და უჭერს როგორც ყოფილი პრეზიდენტი არკადი ღუკასიანი და მმართველი პარტია, ასევე 2 ძლიერი ოპოზიციური გაერთიანება და, რაც მთავარია, ერევანი და მოსკოვი.
მართალია, ეს ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგებია, მაგრამ მეთვალყურეები მიიჩნევენ, რომ პროცენტულ მაჩვენებლებში დიდი ცვლილებები მოსალოდნელი აღარ არის.
საჰაკიანის გამარჯვება უკვე აღიარა და მას სამართლიანიც კი უწოდა საპრეზიდენტო მარათონის მე-2 კანდიდატმა მასის მაილიანმა, რომელსაც, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 12 პროცენტი ერგო. თუკი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მასის მაილიანმა არჩევნებზე აღმოჩენილი დარღვევების გამო 19 ივლისს სასამართლოს მიმართა, უკვე 20 ივლისს ასეთი განცხადება გააკეთა:
(მასის მაილიანის ხმა) "რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ხალხის არჩევანია. დარღვევების მიუხედავად, მოსახლეობამ საჰაკიანს მისცა ხმა და მისი გამარჯვება სამართლიანია. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. უმრავლესობამ თავისი ნდობა ბაკო საჰაკიანს გამოუცხადა."
ახლად არჩეულ პრეზიდენტ ბაკო საჰაკიანს წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. არჩევნებამდე კი მან არაერთხელ თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის მთავარი მიზანი მთიანი ყარაბახის აღიარება იქნება.
რეალობის გათვალისწინებით, მთიანი ყარაბახის დამოუკიდებლობის აღიარებას მეთვალყურეები უკიდურესად ძნელს და, ხშირ შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელს უწოდებენ. უპირატესად სომხებით დასახლებულ და აზერბაიჯანის ტერიტორიულ სივრცეში მოქცეულ სეპარატისტულ რეგიონს, რომელსაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 6-წლიანი სისხლისმღვრელი ომი უკავშირდება, საერთაშორისო ორგანიზაციები ეჭვის თვალით უყურებენ. მათ შორის არის ეუთო. საერთაშორისო ორგანიზაციები მთიან ყარაბახში 19 ივლისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ.