რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მიერ ”ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმების” 150 დღით შეჩერებას. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს წინასწარი პირობები არ წამოუყენებია, სამხედრო ექსპერტებში გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სამხედრო ძალების გაძლიერება დაიწყოს ჩრდილოეთ კავკასიაში, რაც სერიოზული რისკის წინაშე დააყენებს უსაფრთხოებას სამხრეთ კავკასიაში. დღევანდელ სამხედრო პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” რამდენიმე საყურადღებო მოსაზრებას გაგაცნობთ.
გასულ კვირაში საქართველო რუსეთის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღებისაგან კიდევ უფრო განიტვირთა. 34 ვაგონისგან შემდგარი ეშელონი, რომელიც დატვირთული იყო ბათუმის მე-12 რუსული სამხედრო ბაზის საბრძოლო ქონებით, აზერბაიჯანის გავლით, ვოლგოგრადის მხარეში გაემგზავრა. რუსეთს სამხედრო ბაზები საქართველოდან სწორედ იმ შეთანხმების თანახმად გაჰყავს, რომელიც “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების” სახელით არის ცნობილი. და სწორედ ამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე თქვა უარი რუსეთმა 14 ივლისს. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, ბათუმის სამხედრო ბაზის გაყვანის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება, თუმცა რუსეთის მიერ ამ შეთანხმებიდან გამოსვლა ვითარებას საკმაოდ არაპროგნოზირებადს ხდის, სხვათა შორის, კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისთვისაც:
[ბათუ ქუთელიას ხმა] “მას შემდეგ, რაც რუსეთმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და გამოვიდა ხელშეკრულებიდან, რომელიც ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ. ანუ უკვე ძალიან ბევრი ჰიპოთეტური ვარიანტია. თუმცა ერთი შეიძლება აღინიშნოს, რომ, ჯამში, ეს ძალიან ცუდია რეგიონალური სტაბილურობისათვის, ასევე - ნდობისა და უსაფრთხოების რეჟიმის განმტკიცებისათვის.”(სტილი დაცულია)
”ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების” თავდაპირველ ვარიანტს 1990 წელს მოეწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, ვარშავის ბლოკისა და ნატოს ალიანსის წევრები ვალდებულებას კისრულობდნენ გარკვეულ რაოდენობამდე შეემცირებინათ ევროპულ ნაწილში განლაგებული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და მძიმე ტექნიკა. მათ რიცხვში შედიოდა ტანკები, ჯავშანმანქანები და საარტილერიო დანადგარები. ხელშეკრულების ადაპტაცია 1999 წელს სტამბულის სამიტზე მოხდა. თუმცა საქმეს ვერც ამან უშველა. რუსეთი ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც ევროპაში ახალი რეალიები შეიქმნა, ხელშეკრულება უნუგეშოდ მოძველდა. აი, რა განაცხადა 14 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი კისლიაკმა ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოსვლის თაობაზე:
[სერგეი კისლიაკის ხმა] “ეს შეთანხმება, მისი დღევანდელი სახით, უნუგეშოდ მოძველდა. 1990 წელს ხელმოწერილი, იგი არეგულირებს ურთიერთობას ნატოსა და ვარშავის სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებს შორის. დღეს აღარც საბჭოთა კავშირი არსებობს და აღარც ვარშავის ხელშეკრულება, ნატო კი აგრძელებს გაფართოებას და სცდება შეთანხმებით განსაზღვრულ საზღვრებს, თუმცა ნატოს ზოგიერთი ახალი წევრი ქვეყანა შეთანხმებით განსაზღვრულ შეზღუდვებში არ მოხვდა. ამგვარად, გადაწყვეტილება ”ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების” შეჩერების თაობაზე გამოწვეულია გარემოებებით, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას ეხება. “
უნდა აღინიშნოს, რომ ნატო მაქსიმალურად თავშეკავებით გამოეხმაურა რუსეთის დემარშს. თუმცა ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აფატურას უკან არ დაუხევია და ოფიციალურ კომენტარში რუსეთს მისი წილი ვალდებულებაც შეახსენა, მათ შორის, საქართველოსა და მოლდავეთის მიმართ:
[ჯეიმს აფატურას ხმა] “საჭიროა ორი ნაბიჯის გადადგმა. ერთია უკვე დაწყებული პროცესის ბოლომდე მიყვანა - ეს არის რუსეთის ჯარისკაცებისა და შეიარაღების გასვლა საქართველოდან. ეს, შესაძლოა, როგორც ექსპერტებისაგან შევიტყვე, რამდენიმე კვირაში დასრულდეს. და არის უფრო რთული ამოცანა - რუსეთის ჯარების გაყვანა მოლდავეთიდან. მოლდავეთის მთავრობას სურს, რომ ისინი გავიდნენ. ”ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების” ერთ-ერთი მთავარი პრინციპია მასპინძელი ქვეყნის მოთხოვნის მხარდაჭერა. სახელმწიფოები უნდა ეთანხმებოდნენ მათ ტერიტორიაზე უცხო ჯარების ყოფნას.
როგორც დემარშიდან განვლილი ერთი კვირა ცხადყოფს, საქართველოდან, კერძოდ, ბათუმიდან რუსეთის სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გასვლის პროცესი გაგრძელდება გრაფიკის თანახმად. თუმცა, როგორც დამოუკიდებელი რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელჰენგაუერი ვარაუდობს, რუსეთმა, შესაძლოა, სამხედრო ძალები გაზარდოს ჩრდილოეთ კავკასიაში. ექსპერტი არ გამორიცხავს გარკვეულ აქტიურობას სეპარატისტულ აფხაზეთში, სადაც რუსეთს გუდაუთაში თავის დროზე საკამოდ ძლიერი სამხედრო ბაზა ჰქონდა.
[პაველ ფელჰენგაუერის ხმა] “რასაც რუსეთი მოითხოვს, ეს არის 1999 წელს სტამბულში ადაპტირებული შეთანხმების რატიფიცირება. ამას დასავლეთი არ ასრულებს. დასავლეთი მოითხოვს რუსეთისგან სამხედრო დაჯგუფების გაყვანას საქართველოდან და მოლდავეთიდან. რა თქმა უნდა, საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანის პროცესი დაწყებულია, მაგრამ არ არის ცხადი, სრულად მოხდება თუ არა გაყვანა, რადგან არსებობდა ბაზა აფხაზეთში, გუდაუთაში, საიდანაც სამხედროები ბოლომდე არ გასულან. და ამ ბაზის დახურვის საკითხი საქართველოსთვის ბოლომდე ნათელი არ არის.”
”ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმება” ასევე ითვალისწინებს შეთანხმებაში მონაწილე ყველა ქვეყნის სამხედრო ბაზის ინსპექტირებას საერთაშორისო სამხედრო დამკვირვებლების - ე.წ. ვერიფიკატორების - მხრიდან. თუმცა 2001 წლის შემდეგ, რაც რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დახურა სამხედრო ბაზა გუდაუთაში, არც ერთ საერთაშორისო სამხედრო საინსპექციო ჯგუფს არ ეძლევა შესაძლებლობა, დარწმუნდეს რუსეთის განცხადების სისწორეში. ხოლო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 14 ივლისს ხელშეკრულებიდან 150 დღით გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი სამხედრო დაჯგუფებას კიდევ უფრო გაზრდის კალინინგრადის, ფსკოვისა და, ასევე, ვლადიკავკაზის მიმართულებით, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას.