დღიურებს ბოლო შვიდი დღის მანძილზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე წერდა.
სიტყვას შესრულება უნდა – ამჯერად დღიურის წერას ვგულისხმობ. თამარ ჩიქოვანმა მთხოვა, ეს გამეკეთებინა. ჩვენ დიდი ხნის კეთილი ურთიერთობა გვაქვს. თავიდან სკეპტიკურად განვეწყე – იგი ძალზე უარყოფითად არის განწყობილი ჩვენი ხელისუფლების მიმართ. მერე 2006 წლის "'თავისუფლების' დღიურები" გადავიკითხე. ყველანაირი რესპონდენტია იქ წარმოდგენილი. ეს კარგია, ჟურნალისტურად ძლიერი მიგნებაა, ვრცელი სპექტრი დარჩება შეხედულებებისა სამომავლოდ, თორემ ამ საქართველოში, ტრადიციულად, მგონი, მხოლოდ ლექსებს წერენ - ასე კი რაღაც რეალობა შერჩება მომავალ მკითხველს...
8 ივლისი, კვირა
მეხუთე დღეა, კიევში ვარ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მივიღე მონაწილეობა.
ასამბლეა 5-ში დაიწყო იუშჩენკოს გამოსვლით და გაგრძელდა ეუთოს პრეზიდენტის, შვედი ლენმარკერის მოხსენებით. მერე, ეუთოს მორიგე თავმჯდომარის რანგში, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა... უფრო სწორად (რა ზმნა ვიხმარო, არ ვიცი), რაღაც გაუგებარი ილაპარაკა. ნინო ბურჯანაძის შეკითხვაზე, საქართველოს კონფლიქტებს რატომ არ ახსენებო, ვერაფერი თქვა. კიდევ კარგი, მალ-მალე ხდება ამათი როტაცია...
მერე ბურჯანაძემ დადებითად შეაფასა გადაწყვეტილება სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების შესახებ - აფხაზეთს დაეხმარებაო, რაზეც რუსებს ყბები ჩამოეშალათ. სასაცილო საყურებელი კი იყო!
იმავე საღამოს იუშჩენკომ მოაწყო მიღება, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ტარასიუკს შევხვდით ყველანი. მას კარგად ვიცნობ, ვაჟკაცი კაცია, უკრაინის პატრიოტი და დასავლური კურსის განუხრელი მხარდამჭერი. მისი გათავისუფლება ერთი უპირველესი ამოცანა იყო იანუკოვიჩისთვის. სწორედ იმ დღეს ტარასიუკმა, როგორც "რუხის" ლიდერმა, და სხვა ცხრა პარტიამ (მათ შორის, იულია ტიმოშენკოს პარტიამაც), საარჩევნოდ ერთობა შეკრეს, რაც დიდი ნაბიჯია მომავალი პოლიტიკური კონსოლიდაციისთვის.
გულითადად მოვესიყვარულე და მეგობრული გამხნევებაც გავუმჟღავნე - ასეთ დროს კეთილ ნაცნობს მხარდაჭერა სჭირდება. მალე იუშჩენკოც მოვიდა მოსასალმებლად საქართველოს დელეგაციასთან და ისიც გახარებული იყო შემდგარი პოლიტიკური ალიანსით.
მეორე დღეს პარტიული ჯგუფების შეკრება გაიმართა. მიშა მაჭავარიანი და მე მივედით EPP-ს სხდომაზე. დავაფიქსირეთ ჩვენი პარტიული მიერთების გადაწყვეტილება ამ სახალხო პარტიულ ერთიანობასთან ეუთოში – ეს კონსერვატული, მემარჯვენე ორიენტაციის პარტიათა ალიანსია. სექტემბერში ამას გაწევრიანება უნდა მოჰყვეს, საერთოდ, ამ პარტიულ მოძრაობაში. ჩვენ ამის პირობა დავდეთ კავშირის ხელმძღვანელობასთან და დღეს სიტყვა შევასრულეთ. იქიდან გამოსული, სხდომას შევუერთდი და "ჩემს", ანუ მეორე, ეკონომიკურ კომიტეტში მუშაობას შევუდექი. ყავის შესვენებისას, მაგიდასთან ეუთოს გენერალურ მდივანთან, ბრიშამბოსთან აღმოვჩნდი. ბევრი და, მგონი, სასარგებლოდ ვილაპარაკეთ ბევრ რამეზე. ახლა ყველაზე ცხელი ამბებია კოსოვო, აფხაზეთი, სანაკოევი, რუსეთის არჩევნები... ასეთ არაფორმალურ ვითარებაში ხშირად უფრო ადვილად და პირდაპირ მიაღწევ მიზანს. კმაყოფილი დავრჩი – კარგად მოვყევი ჩვენი ამბები.
დღის მეორე ნახევარი შეხვედრებს დავუთმეთ. ნინო ბურჯანაძე, მიშა მაჭავარიანი და მე შევხვდით უკრაინის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს არსენ იაცენიუკს. ახალგაზრდა, კარგი გაგებით ამბიციური კაცია ("კარგი გაგებით" უნდა დავამატო, თორემ ჩვენში "ამბიციური" მარტო უარყოფითი მნიშვნელობით იხმარება).
ბევრ რამეზე იყო საუბარი, ძირითადად კი კოსოვოსა და აფხაზეთს შორის პარალელის შეუძლებლობაზე, კოსოვოს საკითხის სიძნელესა და შესაძლო ხიფათზე, რუსების გაორებულ პოზიციაზე, ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთის სხვა რეგიონების სეპარატიზმით დანაღმულ ვითარებაზე და ა.შ. მე ბოლომდე არ ვიცი მისი იდეალები, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ ეს მინისტრი რეალისტია, თან ღრმად შეუსწავლია კოსოვოს ვითარება, ახლახან იყო იქ და ნორმალური თვალთახედვა აქვს, ანუ ისეთი, ჩვენც რომ გვეხმიანება. სხვას არაფერს ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ, ცნობილი ციტატის მიხედვით, ჩვენი მუდმივი ინტერესები გვაქვს და მათთან თანხვედრას ყველასგან მივესალმებით. ეს კიევში მყოფმა გივი თარგამაძემაც დაადასტურა. მასზე კარგად კი "ფერადი რევოლუციების" ასავალ-დასავალი არავინ იცის.
შემდეგი შეხვედრა უფრო ტრაგიკული იყო, ვიდრე პოლიტიკური. ეტიკეტის გამო ნინო ბურჯანაძესთან ერთად ვეახელით უკრაინის რადას თავმჯდომარეს, სოციალისტ მოროზს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს იყო შეხვედრა წარსულთან. ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა მისი პერსონალური გუნდის სახეებმა. თავიანთი შეფისგან ისინი საყვედურებს ისმენდნენ იუშჩენკოზე, დემოკრატიაზე, ახალ არჩევნებზე, ერთდროულად დანიშნული სამი გენერალური პროკურორიდან ორზე და ა.შ. ჩვენი სახეები არ ვიცი - მაქსიმალურად ვიკავებდით თავს, რომ არაფერი დაგვტყობოდა.
ერთი რაღაც ვკითხე, თქვენც ხომ მოაწერეთ ხელი საერთო შეთანხმებას ახალი არჩევნებისთვის-მეთქი, და ისე ეწყინა, ისე ეწყინა, რომ მეტი არ შეიძლება - მერე ვინმემ დააფასაო?
ჰო, სახეებს რაც შეეხება: როცა ითქვა, დიდი უპირატესობით შევალთ ახალ რადაშიო, სასოწარკვეთილი და უიმედო თვალებით ისე აშეშებდნენ მზერას, თითქოს იმ ცნობილ პანაშვიდზე ვიყავით, არ მჯერა, არ მჯერაო რომ ატყდა.
ვითარება კიდევ უფრო ემოციური გახადა სპიკერის, თუ ყოფილი სპიკერის საჩუქარმა. სასიყვარულო ლირიკული ლექსების კრებული აღმოჩნდა რუსულად! რა გითხრათ, რით გაგახაროთ? მოკლედ, მაგრად გამოვასწარით იქიდან...
დღეს ლონდონში მივფრინავ. გაფრენამდე იქვე გავედი, წიგნის მაღაზიაში. კიევში ბევრი კარგი რუსული წიგნი იყიდება, თუმცა, თემატიკის კომერციალიზაცია ძალიან საგრძნობია. უცებ ნამდვილი ბედის საჩუქარი აღმოვაჩინე – მეორე რუსული გამოცემა ლიტვინენკოს და ფილშტინსკის წიგნისა "ფსბ აფეთქებს რუსეთს"! ეს ის წიგნია, რომლის გამოც რუსეთის სპეცსამსახურმა ლიტვინენკო მოკლა და ნახევარი ევროპა პოლონიუმით დასვარა.
მეორე გამოცემა იმდენად ახალია - უკვე ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ კიევში დაბეჭდილი, - რომ წიგნი თბილია. წიგნი ჯერ ლონდონში გამოიცა ინგლისურად და იმწამს გახმაურდა.
პირველი რუსულენოვანი გამოცემა ორიოდე წლის წინ, სასინჯად, რუსეთში გაუკეთებიათ, მაგრამ 5000 ცალი, მანქანაში დატვირთული, მოსკოვის მისადგომებთან დააკავეს და, როგორც ყველაფერი კგბ-ში, გააქრეს.
კარგია, რომ ვიყიდე. აქ მალე დაიტაცებენ ან რუსების "სპეცები" შეისყიდიან და გაქრება. გადავათვალიერე – შემზარავი ინფორმაციაა!
...ოთხშაბათს, თბილისიდან გამოფრენისას, ფანტასტიკური რამ აღმოვაჩინეთ – თბილისის აეროპორტის Duty Free-ში ჯამში ხუთ საგანზე მეტის ყიდვა არ შეიძლება! საგადასახადო დეპარტამენტის შიდა საუწყებო დოკუმენტით ასეთი წერტი ისჯება ჯარიმით! ასეთი საჯარიმო დოკუმენტიც კი მანახეს. არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიხმა ამას წინათ იყიდა თბილისში "მეტეხი პალასი", დიდი ადგილი ტაბახმელაში ასაყვავებლად, აჭარაში ასაშენებელი სასტუმროების კომპლექსი და, ბათუმიდან გამოსვლისას, ერთი შენობაც მოეწონა - საზღვაო ბანკი აღმოჩნდა, დასუსტებული და მინავლებული. არც დაფიქრებულა, ისე შეიძინა ფილიალებიანად. ეს ასეული მილიონი დოლარი დაუჯდა და როცა თბილისის აეროპორტში, საკუთარი თვითმფრინავით სამშობლოში გაფრენამდე, ქართული ღვინის რამდენიმე ათეული ბოთლი საჩუქრად წასაღებად შეათვალიერა, ეს თურმე არ შეიძლება და მაღაზია ჯარიმდება.
დალოცვილო, შენ გაყიდე და იდარდოს წამღებმა – ძნელი გასაგებია ეს სიბრძნე? ეს ამბავი აუცილებლად უნდა გავარკვიო...
...როგორც იქნა, ლონდონში ჩავფრინდით. ჰითროუში, როგორც მოსალოდნელი იყო, სრული ქაოსია. ამაზე ყველა წერს და ლაპარაკობს. ტერორისტული საფრთხის რეალობამ ისეთი არეულობა გამოიწვია აეროპორტებში, განსაკუთრებით, ჰითროუში, რომ ბრაუნმა, ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ბოდიში მოიხადა ტელევიზიით. რა საოცრებაა – ეს დიდი, მდიდარი ქვეყნები მიჩვეულნი არიან აწყობილ ცხოვრებას. საკმარისია, ეს დინება რაიმემ შეაფერხოს, რომ საშინლად ირევიან და დაბნეულები ქაოსს ნებდებიან. ჩვენნაირი გამოცდილი ხალხი დუნიაზე არ დადის: არც კუჭი გვეშლება სხვა ქვეყანაში, არც ვიბნევით, არც არაფერი გვიკვირს გაჭირვებისა.
საათნახევარი საპასპორტო კონტროლის რიგში ვიდექი, რადგან ჩვენს წინ ორი აერობუსით სამხრეთკორეელი ტურისტები ჩამოვიდნენ. როცა ბარგის დარბაზში შევედი, არაფერი დამხვდა ჩვენს მოძრავ კონვეიერზე. წერე ასეთ დროს ბლანკებზე, რა დაკარგე, როგორია და რა ღირს. წავიქართველე და გადავწყვიტე, ათასობით ჩანთა და ჩემოდანი ზედაპირულად მაინც გადამეთვალიერებინა - იქნება-მეთქი და რამე... ისე გაგახაროთ ღმერთმა, ჩემი ჩანთა ორასი მეტრის მოშორებით სადღაც იყო მიგდებული. რაც მე გავიხარე და ვიამაყე ქართული ეჭვიანობის გამო!..
საღამოს ჩვენს ელჩთან, გელა ჩარკვიანთან ვიყავი სტუმრად. ძალიან სასიამოვნო, უკიდურესად განათლებული, საინტერესო კაცია. მისი მშვენიერი მეუღლე გვმასპინძლობდა. მათ პატივს ვცემ იმ ფილოსოფიისთვის, რითაც ცხოვრობენ და მუშაობენ, წასული შვილის ცოცხლად განცდაში დიდ კულტურას აქსოვენ, შვილიშვილებით ხარობენ. ბევრი ვილაპარაკეთ ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე, საელჩოს ამოცანებზე, რაღაცები დავგეგმეთ.
ძალიან ვისიამოვნე მათთან ყოფნით.
9 ივლისი, ორშაბათი
დილით ცოტა დავისვენე, რაღაცები ვიკითხე, ვწერე – ეტყობა, ჩიქოვანის "სადღიურო შეტევა" ქვეცნობიერად მუშაობს! ვიინტერნეტე. შუადღისას დენის სამუტს შევხვდი. იგი სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ინიციატივის აღმასრულებელი მდივანია და წარმოადგენს ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაცია "ლინკს", რომელიც აფინანსებს და ორგანიზაციულად მართავს წლების განმავლობაში ამ სამშვიდობო ფუნქციით შექმნილ კავკასიურ ორგანიზაციას.
ეს ორგანიზაცია (შემოკლებით – "სკიპი") აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს ათკაციანი საპარლამენტო დელეგაციების ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. ბოლო პარლამენტში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი მე ვარ, არის პრეზიდიუმი, სადაც დამრტყმელი ძალა მიმაგრებს ზურგს: მაია ნადირაძე და ხათუნა გოგორიშვილი. ეს ორივე პატრიოტი ბიოლოგიურ ძრწოლვას იწვევს სხვა ქვეყნების დელეგაციებში, რადგან არაფრის შემრჩენი არ არიან და არც უკან დამხევნი.
შეკრებები ხან მთელი დელეგაციისაა, ხან პრეზიდიუმის, იშვიათად – მხოლოდ თავმჯდომარეების. ეს უკანასკნელი გართულების შემთხვევებშია მხოლოდ. მიმდინარე პრობლემა გვაქვს – სომხეთის დელეგაციის ამუშავება ვერ ხერხდება. ახლა რიგით აზერბაიჯანია თავმჯდომარე, ველოდით სომხეთის არჩევნებს. ამანაც ჩაიარა, მაგრამ დელეგაციის შექმნას საშველი არ დაადგა. ჩვენ უფრო პიროვნულ მიზეზებზე ვთანხმდებით, ვიდრე პოლიტიკურზე.
ბევრი ვილაპარაკეთ, რაღაცები დავგეგმეთ, შევთანხმდით, რომ ხვალ აზერბაიჯანელ თავმჯდომარესთან ერთად დოკუმენტს შევიმუშავებთ. ისე მოხდა, რომ ბაქოელი კოლეგა სიავუშ ნავროზოვი მხოლოდ ხვალ ჩამოვა.
საღამოს, ინგლისის პარლამენტის შენობაში, საქართველოსთან დაკავშირებულ ორიოდე დეპუტატთან და საგარეოს წარმომადგენლებთან მქონდა ვახშამი. კარგი შეხვედრა იყო. დეტალურად მოვუყევი საქართველოს ვითარება. ინტერესი და ცხელი საკითხები უცვლელია. დიდი ლექცია გამომივიდა კონფლიქტებიდან ეკონომიკამდე. გრეგორ ელეფანტიც იყო იქ, საქართველოს ექსპერტი იქაურ საგარეოში. მესიამოვნა, რომ მისი ხედვა რეალისტური იყო. ასეთი ბევრი არაა – ისეთი ექსპერტების მეტი რა არის, ტენდენციურობით რომ არიან დატვირთულები?
მეც ბევრი გამოვიკითხე და მოვისმინე ბრიტანეთის ახალ მთავრობაზე, კონკრეტულ ორიენტაციებზე, პერსონალიებზე. ახალი ელჩი ჩამოდის საქართველოში. საინტერესოა, რომ რუსულის კურსებზე გააგზავნა თავისმა სამინისტრომ, მაგრამ საკითხის გარკვევისას მას თვითონ დაუწყია ქართულის სწავლა.
სხვათა შორის, ერთი მასპინძელთაგანი, დეპუტატი რობერტსონი, ახლა შოტლანდიაში გამარჯვებული ნაციონალური პარტიის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მაღალ დანიშვნას ელოდება. ესეც საინტერესოა: შოტლანდია გავლენიანი მოთამაშეა დიდ ბრიტანეთშიც და, ირიბად, ევროპაშიც.
სახლში მობრუნებულს, თბილისიდან ჟურნალისტები დამესივნენ ტელეფონით. ანქვაბი დაუჭრიათ, აფხაზეთის პრემიერი. ანქვაბი ფიგურაა აფხაზებისთვის, ბაღაფში მისი კანდიდატურა იყო, როცა არძინბამ ანქვაბს არჩევნები გადაუკეტა. მას არძინბას კლანი, ასევე, ფსბ და ხაჯიმბა ვერ იტანენ, რადგან ინდივიდუალობა გააჩნია. თან, ეტყობა, ზაფხულში ფულადი გარჩევები მოეძალათ და მესამედ ესროლეს.
მაგარი კონსოლიდაცია და სახელმწიფო აღმშენებლობა აქვთ, მაგათმა მზემ! საინტერესოა, აზრზე როდის მოვლენ, რომ ისპობიან რუსეთის ქვეშ?
10 ივლისი, სამშაბათი
ამ დილით ლიტვინენკოს წიგნი დავამთავრე. ძალიან საინტერესოა, ბევრი იცის, კონკრეტულ თარიღებს და გვარებს ასახელებს, კონკრეტულ საქმეებს, დოკუმენტებს, მთელ პროცესებს იმისა, თუ რუსეთის უშიშროების სამსახური როგორ გახდა საშიშროების ცენტრი. მეც მაგრად გამომივიდა - ვითომ ადრე სხვა იყო! მაგრამ აქ საინტერესოა კრიმინალების შერწყმა სისტემაში, დაფარვის სისტემების გამომუშავება, საკუთარ ქვეყანაში დივერსიული და ტერორისტული მოძრაობის შეგნებულად წარმოება. აფხაზეთისა და ცხინვალის კვალიც შეიძლება მოიძიო ამ საქმიანობაში. ყოველ შემთხვევაში, ბასაევის, სოსლანალიევის და სხვა აგენტების მიმართვა საქართველოს საწინააღმდეგოდ, შემდეგი გააქტიურება პრიმაკოვის პრემიერობისას ამ მიმართულებით – ეს აშკარად ამოიკითხება. ამ კაცს, საწყალ ლიტვინენკოს, მოკლავდნენ, აბა, რა იქნებოდა! ფსბ-ს ტირში სამიზნედ, თურმე, მისი სურათი ეკიდა – ზაკაევის ინგლისური დაკითხვის ოქმში წავიკითხე.
დღეს "სკიპის" ფორმატში შეხვედრა გვქონდა და დოკუმენტი მივიღეთ, ხელი მოვაწერეთ მსუბუქი ულტიმატუმის სახით. თან "ლინკს" ვთხოვეთ, ზეპირად უფრო აქტიურად იმუშაოს.
შემდეგ მქონდა შეხვედრა ჩვენს საელჩოსთან - გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით. ძალიან შთამბეჭდავი იყო! მშვენიერი ახალგაზრდები არიან: გულანთებული, დაინტერესებული, მცოდნე. მშვენიერი მიმდინარე ანალიზები გადმომცეს ლონდონის შესახებ. გელა ჩარკვიანიც კმაყოფილი იყო და სრულიად მესმის მისი. საერთოდ, კეთილი და საქმიანი გარემოა საელჩოში. ეს ელჩის პირადი კულტურის დამსახურებაცაა და კადრების სწორი შერჩევისაც. ორ საათზე მეტს ვსაუბრობდით, მათთვისაც საინტერესოა ცხელი ამბები თბილისიდან. რაღაცები დავგეგმეთ. ვისაუბრეთ ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების შეტანასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და კატალოგიზაციის დაბლოკვაზე. ეს იქაური კავკასიის განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელის პირადი პრობლემაა და უნდა დავძლიოთ ჩვენი საგარეო უწყებისა და საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ერთობლივი ძალისხმევით.
ადრე უნდა ჩავლაგდე, თბილისში გასაფრენად მოვემზადო. ხვალ დილით აეროპორტში ადრე წასვლაა საჭირო, თორემ იმხელა პროცედურაა რეგისტრაციაზე, შეიძლება დამტოვონ.
თბილისი მომენატრა. ძალიან მიყვარს ზაფხულის თბილისი.
...5 ივლისს მანანას და ჩემი ქორწილის დღე იყო, 38 წელი "შეგვისრულდა". კიევიდან ტელეფონით შევეხმიანე მაკოს და ორივემ გავიხარეთ...
11 ივლისი, ოთხშაბათი
თამარ ჩიქოვანი ტელეფონით მანჯღრევს, დღიური არ დაივიწყოო. მახსოვს, ვწერ...
12 ივლისი, ხუთშაბათი
ფიქრებით ისევ კიევს ვუბრუნდები. შაბათს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრამდე პარტიულ კანდიდატებში, როგორც ჩვეულებრივ ხდება, ნერვიულობა სუფევდა. დადგა საკითხი, ხომ არ წამოგვეყენებინა მემარჯვენე პარტიული ჯგუფიდან კანდიდატურა მესამე კომიტეტის, ანუ ადამიანის უფლებათა საკითხების მომხსენებლად. დავასახელე შვედი დეპუტატი ვაბურგა ჰაბსბურგ-დუგლასი. სულ არ ელოდა, გაეხარდა, ოღონდ, ჩემს დელეგაციაში ვიკითხავო, ითხოვა. იმავე დღეს თანხმობაც მიიღო და ავირჩიეთ კიდეც! ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი მოუსვენარი და იდეური პოლიტიკოსია. ბევრჯერ გამოვცადე, რომ ვერ იტანს უპრინციპოებს, სულელებს, ქვემძრომებსა და კარიერისტებს. ურყევი კონსერვატორი და მეგობრობის საოცარი ენთუზიასტია, საქართველოს დიდი გულშემატკივარი.
ჩვენი დამეგობრება საინტერესო ამბავია. გერმანიაში მუშაობისას, ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი დაგვიმეგობრდა - გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი. ის ხელოვანია, სკულპტორი, კონცეპტუალისტი. მისი ახლო მეგობარია ჰიპი. ეს ის ჰიპია, რომლის სახელი ყველა ახალდაბადებულის პატრონმა იცის: ბავშვთა კვების მწარმოებელი ბავარიელი მაგნატი. ბატონი ჰიპი, ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი გერმანიაში, როგორც იციან ხოლმე, ხელოვნების მოუსვენარი ტრფიალია, თვითონ ბევრს და კარგად ხატავს, პროფესიულად.
მუსიკის სიყვარულმა ჰიპი და გაბრიელა ჰაბსბურგი ინგოლშტადტში მოღვაწე ქართულ კამერულ ორკესტრს, კერძოდ, მის შემადგენელ კვარტეტს დაამეგობრა, იქიდან სალომე გაბუნიას (ჩვენს მეჯვარეს) და მის მეუღლეს ნოდარ ჟვანიას დაუახლოვდნენ, მერე კი ჩვენ. ჰოდა, ეს ორი ადამიანი საქართველოს სიყვარულში გაეხვა! უამრავი ქართული სახელოვნებო პროექტი შეასრულეს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში საპატიო პროფესორობა მიიღეს, მთელს ევროპაში ქართული საქმის თავდადებული პროპაგანდისტები გახდნენ.
გაბრიელა ფონ ჰაბსბურგმა ახლახან "ვარდების რევოლუციის" დიდი ძეგლი შექმნა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, სოლოლაკში ბინა იყიდა. მოკლედ, ეს არაჩვეულებრივი ადამიანი ნახევრად ქართველია, ნახევრად – გერმანელი. მაგრამ აქ ერთი საინტერესო ნიუანსია, კერძოდ კი ის, რომ გაბრიელა წარმოშობით ავსტრიელია, თანაც ავსტრიის ბოლო იმპერატორის პირდაპირი მემკვიდრის, ბოლო ჰაბსბურგის ქალიშვილია. მოკლედ, ეს ჰაბსბურგი პრინცესაა. სხვათა შორის, მისი მნახველი იმწამს ხვდება, რომ ასეა. მისი ბიძაშვილი, გრაფის ასული ვერენა ფონ კესტენბროკი, პროფესიონალი მსახიობია და მისი ერთ-ერთი სპექტაკლი "ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაციაა გერმანულ ენაზე. მშვენიერი სპექტაკლია, რომელიც მან რამდენჯერმე ბერლინშიც, საქართველოს საელჩოში განასახიერა.
აი, ამ ავსტრიული სამეფო ოჯახის წევრები, ისტორიული ქარტეხილებით დატვირთულნი, სხვადასხვა ქვეყანაში გაიფანტნენ, მათგან ერთი კი, ჰაბსბურგ-დუგლასი, ანუ გაბრიელას და ვაბურგა, შვეციაში ცხოვრობს. ამ ქალბატონების ერთ-ერთი ძმა ევროკავშირში უნგრეთის შესვლისას, წამყვანი ლობისტი იყო. ეს შვედი ქალბატონი, ვაბურგა, გახდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი რაპორტიორი. მარტო ამისთვის ღირდა კიევში ჩასვლა!
13 ივლისი, პარასკევი
კიევთან დაკავშირებული კიდევ ერთი ამბავი: ერთ-ერთ რეზოლუციაში კონფლიქტების შესახებ რუსეთის და სომხეთის დელეგაციების ინიციატივით "საქართველო, აზერბაიჯანი და მოლდავეთის" ამოღება იყო ინიცირებული. გასაგებია, რატომაც: ყარაბაღი, აფხაზეთი და დნესტრისპირეთი ვითომ ცალკე წარმონაქმნებია. ამას რამდენიმე სხვა დელეგატმაც მოაწერა ხელი. ცალ-ცალკე ვკითხე შვედს, გერმანელს, კვიპროსელს – მომიბოდიშეს, არ გვახსოვს, რატომ მოვაწერეთ ხელიო. თან დამიდასტურეს, რომ კენჭისყრისას უარს იტყოდნენ და საკუთარ დელეგაციებსაც აუხსნიდნენ რეალურ ვითარებას.
ყველაფერი კეთილად დამთავრდა – მე აღარ ვიყავი, მაგრამ ჩვენებს კიდევ უომიათ. საბოლოოდ, ამ უმსგავსობას მხარი არავინ დაუჭირა.
14 ივლისი, შაბათი
ამ ათი დღის წინ ბათუმში ვიყავი გია ბარამიძის კონფერენციაზე, ოფიციალურად - ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გეგმის შესახებ გამართულ კონფერენციაზე.
პირველად მოვხვდი ახალ "ინტურისტში" რენოვაციის შემდეგ. მატერიალურად კარგია, მაგრამ სერვისი ჩამორჩება სტანდარტებს. ახლა აჭარაში რაღაც სპეციალური სასწავლებელი იხსნება ამ ნაკლის გამოსასწორებლად, რაც რაციონალური ნაბიჯია ლევან ვარშალომიძისა. საერთოდ, მშვენიერი ბიჭია, წესიერი და გახელილი თვალებით, სულ არ რცხვენია ნაკლის დანახვის და გასწორების.
ეს ბათუმი ხომ ნამდვილი მარგალიტი იყო ყოველთვის, ახლა თითქოს ალმასებით ივსება და მშვენდება. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვირწმუნები: თუ ვინმეს ამ დუნიაზე უნდა ნახოს, რას ნიშნავს დემოკრატია versus ავტორიტარიზმი, როგორ ცოცხლდება ავი სულებით ნაჩაგრი ქალაქი თავისუფალი სუნთქვისას, აქ ჩამოვიდეს და სემინარი ჩაიტაროს.
მოწაფეობის წლებიდან ყველას გვახსოვს მასწავლებლის სიტყვა "თვალსაჩინოება" – აი, ეს არის დემოკრატიის თვალსაჩინოება! გაზრდილი შემოსავლები, ინვესტიციები, ადამიანები ფუსფუსებენ, იქ აგებენ და ალამაზებენ, სადაც ადრე განძრევაც კი აკრძალული იყო, სეზონისთვის ემზადებიან, არის ერთი რია-რია, კომუნიკაციების გაუმჯობესება და თავისუფალი მიმოსვლა, სილაღე, სითამამე, სხვადასხვა აზრი, ლამაზი მედეა, განათება, მაღაზიები, მშენებლობა, მშენებლობა, მშენებლობა გაუთავებლად, პერსპექტივის განცდის ფეთქვა...
მეტი რა მაგალითი უნდა იყოს ჩანთხლეული და გაუბედურებული სეპარატისტებისთვის? მიხვდნენ, რა ნაგავში ცხოვრობენ რუსული პროპაგანდით და ჩექმით დათრგუნულები, და რა აყვავება ელოდებათ, თუ დროზე მიხვდებიან... იქ მაინც დადგება ეს სიკეთე, უბრალოდ, დროის საკითხია...
სხვათა შორის, აქ ერთი განაწყენებული შემხვდა, ასლანი კარგი იყოო, იმ დროს ეკონომისტად ვმუშაობდიო. ყველა სისულელეს არ გამოვეკიდები, მაგრამ ერთ ასპექტს განვაზოგადებდი: ეს საბჭოთა საეჭვო განათლების სპეციალისტები ხშირად დეფექტურ სისტემებს ემსახურებოდნენ და ჩრდილოვან ეკონომიკას ჰგუობდნენ. ზოგიც პატიოსანი, მაგრამ ახალი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემისთვის ნაკლებ მცოდნე, ნაკლულად მომზადებული აღმოჩნდა. ასე მოხდა თვით გდრ-შიც კი, სადაც არავითარი სერიოზული კოლიზიები არ ყოფილა, მაგრამ კვალიფიკაცია აცდა მოთხოვნილებას. ასეთ ადამიანებს საკუთარი ზედმეტობის ტრაგიკული განცდა უჩნდებათ, გამოუყენებლობის, მიუსაფრობის, გაღიზიანების. მათ დახმარება სჭირდებათ რეკვალიფიკაციის სახით, რომ ჩვეული სოციალისტური სახელმწიფო სამსახურის ნაცვლად საკუთარი, თუნდაც პატარა საქმე წამოიწყონ და სოციალურ პროსტრაციაში არ ჩავარდნენ. ქართველები, საქართველის სხვა მოქალაქეები, სხვათა შორის, ძალიან მოქნილები და მობილურები არიან ამ მხრივ, მაგრამ ადამიანების ამ კატეგორიას აშკარად სჭირდება უფრო სისტემური ინტელექტუალური დახმარება სახელმწიფოსგან. ეს უახლოესი ამოცანაა.
ვიცი, რომ რაღაცები იგეგმება, მაგრამ მეტი ტემპია საჭირო. პენსია გასაგებია, მაგრამ ჩაკლული პირადი ინიციატივის გაღვიძება ძალზე საშურია.
ყველაზე ნაკლებად თვითონ კონფერენციამ ამაღელვა. ჩამოსულთა გამოსვლების უმრავლესობა ევროპული ბიუროკრატიის ტიპური დემონსტრაცია იყო, არაფრისმთქმელი ფრაზებით და ბრტყელ-ბრტყელი იდეების პოლიტიკური ცოხნით. აქ აკრედიტებული ელჩების უმრავლესობას, ვინც ქართულ საქმეებში ჩახედულია, ბოდიშის და უხერხული ღიმილის ნარევი ეხატა სახეზე.
ერთი გამონათება იყო დიმიტრი სანაკოევის გამოსვლა ისევ ოსურ ენაზე, რაც გამაოგნებლად მოქმედებს რუტინულ ევროპულ ბიუროკრატიაზე, და მეორე - დათო ბაქრაძის სიტყვა, რომელშიც მან დიპლომატიის ენაზე საკმაოდ დაკბინა ბრიუსელის და ბერლინის წარმომადგენლების თავშეკავებული პოზიცია. ამ რუსეთისგან შეშინებულებს ძირითადად სიფრთხილის ფერი ადევთ, ემანდ ვინმეს რამე არ ეწყინოსო, ფრთხილად ვიყოთო, ვითომ ამ სიფრთხილით რამე გამოდის.
რომ არა საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი ნაბიჯები ზემო აფხაზეთში, საქართველოს ხელისუფლების პროექტი ცხინვალის რეგიონში, დღესაც სხვადასხვა გაურესებული რეზოლუციების ცვენაში ვიქნებოდით რუსეთის დირიჟორობით და დანარჩენების მორცხვი პოზებით. იქვე ქართველებმა რაღაცები დავგეგმეთ ვითარების გამოსასწორებლად.
ჩვენი საქმე ჩვენი საქმეა. ეს ყველამ უნდა იცოდეს!