Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში პარლამენტის ქვედა პალატის ვადამდელი


ყაზახეთში პარლამენტის ქვედა პალატის ვადამდელი არჩევნები დასრულდა. მასში 7 პოლიტიკური პარტია

ყაზახეთში პარლამენტის ქვედა პალატის ვადამდელი არჩევნები დასრულდა. მასში 7 პოლიტიკური პარტია
მონაწილეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 65 პროცენტს მიაღწია. თუმცა, მაგალითად, ალმაატაში აქტივობა დაბალი იყო, დაახლოებით - 20 პროცენტი. მოელიან, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს პარტია "ნურ-ოტანი", პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის პარტია. ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატა 107 დეპუტატს ითვლის. არჩევნების წინასწარი შედეგები სავარაუდოდ კვირას, ნაშუადღევს გამოცხადდება. არჩევნებს, რომელსაც ეუთოს მეთვალყურეები ესწრებოდნენ, საერთაშორისო საზოგადოებრიობა ყაზახეთის დემოკრატიის გამოცდად აფასებს.
XS
SM
MD
LG