Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია აცხადებს, რომ ისრაელმა მისი


სირია აცხადებს, რომ ისრაელმა მისი საჰაერო საზღვარი დაარღვია.

სირია აცხადებს, რომ ისრაელმა მისი საჰაერო საზღვარი დაარღვია.
ქვეყნის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო "სანას" ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები სირიის საავიაციო თავდაცვის სისტემამ განდევნა. იმავე წყაროს ცნობით, ისრაელის საფრენი აპარატების წინააღმდეგ გაიხსნა ცეცხლი და სირიის საზღვრების დატოვება მათ სწორედ ამ ხერხით აიძულეს. ისრაელის ხელისუფლება და თეთრი სახლი კომენტარს არ აკეთებენ სირიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. არცერთი მხარე არ დაზარალებულა. სირიასა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმება არ დადებულა და ქვეყნები 1967 წლიდან, დე-იურე, საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG