რომ, მიუხედავად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირადი საუბრისა, რუსეთი უარს ამბობს ითანამშრომლოს იმ საქმის გამოძიებაში, რომელიც მის მოწამვლას შეეხება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში მხოლოდ სამ ლაბორატორიაში მზადდება იმ ტიპის დიოქსინი, რომლითაც იგი მოწამლეს. ვიქტორ იუშჩენკო დარწმუნებულია, რომ რუსეთს აფარებენ თავს ის ადამიანები, რომელთაც 2004 წლის სექტემბერში მისი მოწამვლა განახორციელეს.
11 სექტემბერს დნეპროპეტროვსკში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ რეპორტიორებს უთხრა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო სინჯი მსოფლიოში არსებული ორი ლაბორატორიიდან და მხოლოდ რუსეთისგან ვერ ხერხდება დიოქსინის ანალიზის მიღება, რაც მომწამვლელი ნივთიერების წარმოშობის დადგენას გააიოლებდა.
[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] “ჩატარებულია დიოქსინის ანალიზი მსოფლიოს ყველა ლაბორატორიაში, გარდა რუსეთისა. მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ასეთი გამოკვლევა უახლოეს ხანში ჩატარდება. სამი ადამიანი, რომელთა ძებნაცაა გამოცხადებული, ამჟამად რუსეთში იმყოფება. ჩვენი თხოვნა რუსეთის გენერალური-პროკურატურისადმი, უკრაინის სასამართლოსათვის გადმოეცათ ეს ადამიანები, უპასუხოდ დარჩა - მათ შორის ისიც, რომელიც მე პირადად 1 დეკემბერს გადავეცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.”
ოფიციალურ რუსეთს, სადაც 12 სექტემბერს მთელი მთავრობა გადადგა, ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მხრიდან სამშაბათს გამოთქმულ ბრალდებაზე. ერთადერთი, ვინც უკრაინის პრეზიდენტს გამოეხმაურა, გახლდათ რუსეთის ფედერაციის ელჩი უკრაინაში ვიქტორ ჩერნომირდინი, რომელმაც, გაკვირვებულმა, ყველაფერი უარყო:
[ვიქტორ ჩერნომირდინის ხმა]“რას ნიშნავს ერთბაშად ასეთი ბრალდებები? ეკითხათ მაინც ან მოემართათ მაინც. მაგრამ ვის მიმართეს? ვის დაელაპარაკნენ? – წარმოდგენა არა მაქვს! მე მუდამ აქ ვიმყოფები და არაერთგზის შევხვედრივარ უკრაინის პრეზიდენტს და მთავრობის სხვა წევრებსაც და პირველად მესმის, რომ ასეთი თხოვნა ყოფილა და, თანაც, პრეზიდენტის მხრიდან.”
ვიქტორ იუშჩენკო 3 წლის წინ, 2004 წლის 5 სექტემბერს, მოწამლეს. უკრაინის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა თავი შეუძლოდ იგრძნო ვახშმის შემდეგ, რომელიც მაშინდელი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ვლადიმირ საციუკის აგარაკზე გაიმართა. “ნარინჯისფერი რევოლუციის” შემდეგ საციუკი და მისი თანაშემწე მოსკოვში გაიქცნენ. მაგრამ გაუგებარია, რატომ ელოდა პრეზიდენტი იუშჩენკო სამ წელიწადს, თუკი მოსკოვის მისამართით ასეთი ბრალდებები ჰქონდა? უკრაინელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საკუთარი მოწამვლის შესახებ საუბარი, შესაძლოა, ვიქტორ იუშჩენკოსა და მის საარჩევნო ბლოკ “ჩვენი უკრაინის” პიარკამპანიის შემადგენელი ნაწილი იყოს მოახლოებული ვადამდელი არჩევნების წინ.