Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი გარდაიცვალა და ერთი თავდამსხმელი


ორი გარდაიცვალა და ერთი თავდამსხმელი დაიჭრა ზემო აფხაზეთში, კოდორის

ორი გარდაიცვალა და ერთი თავდამსხმელი დაიჭრა ზემო აფხაზეთში, კოდორის
მიმართულებით მშენებარე გზის მახლობლად, დივერსიულ ჯგუფსა და გზის მცველებს შორის მომხდარი შეტაკებისას, - იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაკავებულია ექვსი თავდამსხმელი, რომელთა ვინაობა ამჟამად დგინდება. აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის, ბაღაფშის განცხადებაზე დაყრდნობით კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართულმა დაჯგუფებამ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეაღწია და ახალწვეულების სასწავლო ბანაკს დაესხა თავს, რის შედეგადაც წინასწარი ინფორმაციით, ორი სამხედრო გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG