Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო


უკრაინაში ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო არ აპირებს კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობას,

უკრაინაში ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო არ აპირებს კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობას,
რისი მოწოდებითაც პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო გამოვიდა. ტიმოშენკოს თქმით, თუ იუშჩენკოს პარტია ჩვენი უკრაინა შეუკავშირდება პრემიერ-მინისტრ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტიას”, მაშინ ტიმოშენკოს პოლიტიკური ორგანიზაცია ოპოზიციაში დარჩება. [ტიმოშენკოს ხმა] “თუ ფართო კოალიცია შეიქმნება, ჩვენ მასში არ მივიღებთ მონაწილეობას, ოპოზიციაში ვიმუშავებთ. ეს უფრო სწორი იქნება ქვეყნისა და ხალხის წინაშე”. იუშჩენკომ მიმართა მოწოდებით კვირის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე წარმატებულ სამ პარტიას (მათ შორის კი ტიმოშენკოს ბლოკიც არის), დაიწყონ მოლაპარაკება კოალიციური მთავრობის შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG