Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი


,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ სახლში იმყოფება

,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ სახლში იმყოფება
და საქართველოდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა ოქრუაშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ, რომელიც თავდაცვის ექს მინისტრს დღეს შეხვდა მისივე საცხოვრებელ სახლში. ბესელიას განცხადებით, საუბრის დროს ოქრუაშვილი მას არაადეკვატური მოეჩვენა. მისივე თქმით, მოძრაობის ლიდერმა არ იცის, გირაოს თანხა - 10 მილიონი ლარი, როგორ გადაიხადა. ოქრუაშვილი No 7 საპყრობილედან დღეს, 04:00 საათზე გაათავისუფლეს. მას აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა, გირაოთი შეეცვალა, რომლის ნაწილი ფულადი თანხით, ნაწილი კი უძრავი ქონებით დაფარა.
XS
SM
MD
LG