Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა არჩევნების ვადის შეცვლაზე


გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის

თავმჯდომარის კაბინეტიდან ხელცარიელი გამოვიდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა პარლამენტის არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებაზე, თუმცა თანხმობა განაცხადა გაგრძელდეს დიალოგი. ამ ინფორმაციამ უკიდურესად გააბრაზა ოპოზიცია და მისი მომხრეები, რომლებიც აცხადებენ, რომ მთავრობასთან არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.
ვიდრე გაერთიანებული ოპოზიციის, იგივე სახალხო კრების დეპუტაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში მოსალაპარაკებლად გაემართებოდა, მომიტინგეთა წინაშე სიტყვით გამოვიდა ბიზნესმენი და მედია-მაგნატი ბადრი პატარკაციშვილი. პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ კვლავინდებურად არ აქვს პოლიტიკური ამბიციები, თუმცა მიაჩნია, რომ საქართველოში ”ბელადების ეპოქა” დასრულდა და საჭიროა ახალი არჩევნების დანიშვნა.

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა]

ბადრი პატარკაციშვილმა მრავალრიცხოვანი დაცვისა და ოვაციების თანხლებით რუსთაველის პროსპექტი მალე დატოვა. გაერთიანებული ოპოზიციის 5 წევრი - სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი, დავით ბერძენიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე კი პარლამეტის თავმჯდომარესთან გაეშურენ და ნინო ბურჯანაძეს სახალხო კრების მოთხოვნები გააცნეს. ოპოზიცია ითხოვს, რომ პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები 2008 წლსი გაზაფზულზე დანიშნოს, პარიტეტული პრინციპით დაკომპლექტდეს საარჩევნო ადმინისტრაცია და ციხეებიდან გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. პარლამენტის სპიკერთან ნახევარსაათიანი შეხვედრიდან გამოსულმა დავით ბერძენიშვილმა განცახადა, რომ ნინო ბურჯანაძისგან პასუხი ვერ მიიღო
[დავით ბერძენიშვილის ხმა]

გაერთიანებული ოპოზიციის დეპუტაციას პარლამენტის კედლები დატოვებული არც კი ჰქონდა, რომ ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტებსი წინაშე გამოვიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს.
[ნინო ბურჯანაძის ხმა]

შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგნლებთან ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე, რომელმაც კიდევ ერთი არგუმენტი მოიყვანა, თუ რატომ უნდა ჩატარდეს არჩევნები სწორედ 2008 წლის შემოდგომაზე.

[მაია ნადირაძის ხმა]

ხელისუფლების ასეთმა პასუხმა უკმაყოფილო დატოვა გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებას პერმანენტული მიტინგებით აიძულებენ მიიღოს მათი მოთხოვნები.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG