Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს მომავალს ოპტიმისტურად უყურებს


საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი.

ის მონაწილეობდა საქართველოს მთავრობისა და ჯორჯ მარშალის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ ,,თბილისის სამიტში” სახელწოდებით ,,ვაშენოთ ევროპა აღმოსავლეთით”. გუშინ ტერი დევისი უმრავლესობის ლიდერებს შეხვდა, მოგვიანებით კი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს. უმრავლესობის ლიდერებთან შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე ისაუბრეს. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ მათ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააცნეს.
საღამოს ტერი დევისმა პრესკონფერენცია გამართა. როგორ ხედავს საქარველოში მიმდინარე მოვლენებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი?

[იხ. აუდიოვერსია]
XS
SM
MD
LG