Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ესპანეთის საგარეო


ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ესპანეთის საგარეო საქმეთა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ესპანეთის საგარეო საქმეთა
მინისტრი მიგელ ანხელ მორატინოსი მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ. მორატინოსის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, მედიის საქმიანობისა და თავშეყრის თავისუფლების აღდეგნასთან და სრულ პატივისცემასთან ერთად, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დემოკრატიისათვის. იქვე ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ გამოთქვა ეუთოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოს მზადებას მოახლოებული არჩევნებისთვის და დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩევნების სამეთვალყურეოდ ეუთოს წარმომადგენლების მიწვევა.
XS
SM
MD
LG