Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიუმენ რაიტს უოჩი საქართველოს ხელისუფლებას


ჰიუმენ რაიტს უოჩი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.

ჰიუმენ რაიტს უოჩი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.
8 ნოემბერს განცხადება გაავრცელა ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩმა".
"კრიზისის დროსაც კი საქართველოს მოსახლეობას აქვს მშვიდობოანი საპროტესტო აქციის გამართვის უფლება ისე, რომ არ იქნეს პოლიციის მიერ ნაცემი," - განაცხადა ჰოლი კარტნერმა, "ჰუმენ რაიტს უოჩის" ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა.
"მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის რეზინის ტყვიების დაშენა ძალის გამოყენების წესის სრული დარღვევაა. მთავრობას არა აქვს კარტ-ბლანში ძირითადი თავისუფლებების ასაკრძალად მხოლოდ იმიტომ, რომ ის კრიზისში იმყოფება," აცხადებს კარტნერი და დასძენს, რომ "ჟურნალისტების ცემა ან ამ მოვლენების გაშუქებისთის ტელესადგურის დახურვა არ შეიძლება იქნეს გამართლებული საგანგებო ვითარების გამოცხადებით."
ეს გახლდათ "ჰიუმენ რაიტს უოჩის" განცხადება, რომელიც დღეს გაავრცელა ადამიანის უფლებების დამცველმა ამ საერთაშორისო ორგანიზაციამ.
XS
SM
MD
LG