Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ედავება ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” პრეზიდენტობის კანდიდატებს: მიხეილ სააკაშვილს და ბადრი პატარკაციშვილს?


თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი,

რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატების – მიხეილ სააკაშვილისა და ბადრი პატარკაციშვილის – წინააღმდეგ იყო მიმართული. მოსარჩელე მხარე უარის მოტივაციას 23 დეკემბერს მიიღებს და, შესაბამისად, ამის შემდეგ გადაწყდება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პატარკაციშვილსა და სააკაშვილს საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს და საჭიროდ მიიჩნევს მათთვის პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი 22 დეკემბერს განიხილა.

(იხ. აუდიოვერსია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG