Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იძლევა თუ არა საარჩევნო სიები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების საშუალებას


ამ დღეებში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ

ამომრჩეველთა სიებში არსებული უზუსტობა ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას აძლევს. პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატების მომხრეები იმ არგუმენტსაც იშველიებენ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების დაზუსტების ვადები შეზღუდა. საპირისპიროს ამტკიცებს მმართველი პოლიტიკური ძალის საპრეზიდენტო კანდიდატის წარმომადგენლობა. მე შევეცადე გამერკვია, მართლაც იძლევა თუ არა საარჩევნო სიები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების საშუალებას.

იმის გასარკვევად, თუ რამდენი შეცდომა აღმოაჩინეს საარჩევნო სიებში, პრეზიდენტობის კანდიდატთა შტაბებს დავუკავშირდი. გთავაზობთ ზოგიერთი კანდიდატის წარმომადგენელთა კომენტარებს. თავდაპირველად, პრეზიდენტობის კანდიდატ გია მაისაშვილის საარჩევნო შტაბის წევრის გიორგი ღაღანიძის კომენტარი:

[გიორგი ღაღანიძის ხმა] ”რამდენიც არ უნდა აღმოაჩინო...
...შეუძლებელია ამდენი ხალხი იყოს ამ სიაში, შეუძლებელია დღეს საქართველოს მოსახლეობა იყოს 4,4 მილიონი.”

საქართველოს მოქალაქეთა საერთო რაოდენობას ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა სიების სიზუსტეში ეჭვი ეპარება ახალი მემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიდატის დავით გამყრელიძის საარჩევნო შტაბის უფროსს დავით საგანელიძეს:

[დავით საგანელიძის ხმა] ”აღმოჩენით აღმოვაჩინეთ რომელია...”

მიუხედავად ამისა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოპოზიციურმა პარტიებმა მხოლოდ 10 ათასამდე ცდომილების შესახებ შეატყობინეს.

გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს საპრეზიდენტო კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის აქტიური მხარდამჭერის თინათინ ხიდაშელის განცხადებით კი, მათ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საშუალება არ მისცა ცდომილება დროულად აღმოეჩინათ და კომისიისთვის საჩივრით მიემართათ. ხიდაშელის განცხადებით, სიების გადასამოწმებლად მხოლოდ 3 დღე იყო გამოყოფილი. მისი აზრით, 100 ათასამდე არარსებული ამომრჩეველი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას მისცემს.

[თინათინ ხიდაშელის ხმა] ”ყველა ტექნოლოგიის გათვალისწინებით...”

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კრიტიკას არ იზიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი. მისი განცხადებით, სიების შესამოწმებლად განსაზღვრულ დროში საარჩევნო კომისიას მხოლოდ მოქალაქეებმა მიმართეს სულ 2 ათასი ჩანაწერის დასაზუსტებლად:

[ლევან თარხნიშვილის ხმა] ”ძალიან ტექნიკური რაღაცა რაც არის ...”

ეს ციფრი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.02 პროცენტს შეადგენს, სიაში დასაშვები ცდომილება კი 1 პროცენტის ტოლია. ამომრჩეველთა სია შედგენილია საჯარო რეესტრის მონაცემებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სიაში მოხვდა ყველა ადამიანი, ვინც კი საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა ან პასპორტი აიღო. საარჩევნო სიის მეორე შემადგენელია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სია, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ოლქებისა და უბნების მიხედვით ანაწილებს და მის განახლებას ახორციელებს.
XS
SM
MD
LG