Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ხელისუფლება და 27 დეკემბერს


პაკისტანის ხელისუფლება და 27 დეკემბერს მოკლული ბენაზირ ბჰუტოს მომხრეები ვერ თანხმდებიან ყოფილი

პაკისტანის ხელისუფლება და 27 დეკემბერს მოკლული ბენაზირ ბჰუტოს მომხრეები ვერ თანხმდებიან ყოფილი
პრემიერ-მინისტრის მკვლელობის გარემოებების გარშემო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბენაზირ ბჰუტო ალ-ყაიდის მოკავშირე დაჯგუფების წარმომადგენელმა მოკლა. ბჰუტოს პარტია – პაკისტანის სახალხო პარტია – არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ ეთანხმება ოფიციალურ ვერსიას. ბრალდებას უარყოფს თავად ალ-ყაიდის მოკავშირე დაჯგუფების ლიდერი ბაითულა მეჰსადი. განსხვავებულია უშუალოდ სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებული მოსაზრებებიც. ხელისუფლების ინფორმაციით, ბენაზირ ბჰუტომ სასიკვდილო ტრავმა მაშინ მიიღო, როდესაც თვითმკვლელმა თავი აიფეთქა მის ავტომანქანასთან. თვითმხილველები კი ირწმუნებიან, რომ აფეთქებამდე ბენაზირ ბჰუტოს ტყვიაც ესროლეს. დღესვე პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა უშიშროების უწყების მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში და ბოლო მოუღონ არეულობას, რომელიც პაკისტანში ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობას მოჰყვა. 27 დეკემბრის შემდეგ, არეულობას ქვეყნის მასშტაბით სულ ცოტა 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG