ეს შედეგები 1-2 პროცენტით თუ განსხვავდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისგან; ასევე, თითქმის არაფრით განსხვავდება სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების პარალელური დათვლისა თუ ეგზიტპოლის შედეგებისაგან. ზუსტად რა შედეგები აჩვენა პარალელური დათვლის პროცედურამ და რას ნიშნავს 4 სხვადასხვა ორგანიზაციის მონაცემების თანხვედრა?
”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე განხორციელებული პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი ხმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, პროცენტულ მაჩვენებელში ეს 50,8 პროცენტის ტოლია. მეორე ადგილზეა ლევან გაჩეჩილაძე, 27,2 პროცენტით. შემდეგ, 7 პროცენტზე ნაკლები ხმებით, მოდიან პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები.
პირველ ადგილზე გასული პრეზიდენტობის კანდიდატის გარდა, სხვა კანდიდატები ეჭვქვეშ აყენებენ მიხეილ სააკაშვილის პროცენტულ მაჩვენებლებს და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. ”სამართლიანი არჩევნების” ხელმღვანელის ეკა სირაძე-დელონეს კომენტარი:
[ეკა სირაძე-დელონეს ხმა] ”თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს საერთაშორისო მეთოდია და აღიარებული მეთოდია და თან ჩვენს მეთოდოლოგიურ შერჩევას და შემდეგ შედეგების დაჯამებას მეთვალყურეობდა 2 საერთაშორისო ექსპერტი, ჩვენ ვთვლით, რომ ნამდვილად სანდო შედეგებია და ნამდვილად ზუსტი შედეგებია. ცდომილების მაჩვენებელი არის პლუს-მინუს 2 პროცენტი, რაც, ფაქტობრივად, იმაზე მეტყველებს, რომ 2 პროცენტის ფარგლებში ყველა შეგედი შეიძლება იყოს სანდო.”
შეგახსენებთ, რომ ”სამართლიანმა არჩევნებმა” უკვე მეხუთედ განახორციელა არჩევნების პარალელური დათვლის პროექტი. მასთან ერთად პარალელურ დათვლას ახორციელებდა ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”, რომლის შედეგებიც დაახლოებით იგივე იყო, ისევე როგორც პროექტის ”საქართველო - ეგზიტპოლი 2008”-ის შედეგები. მე ამ პროექტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, თემურ იაკობაშვილს, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ხარისხის კომენტირება ვთხოვე:
[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”ეს არჩევნები არის ყველაზე კარგი არჩევნები, რაც კი საქართველოში ჩატარებულა და ამ არჩევნებზე არ იყო სისტემური გაყალბება. ზოგიერთ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი ადგილობრივ ინიციატივებს - ასე ვეძახი მე ერთი ან მეორე მხრიდან მცდელობას, რომ გაეყალბებინათ რეზულტატები. ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ გაყალბების პროცენტი არის საკმაოდ მცირე და, ალბათ, აუცილებელია, რომ ის პრეტენზიები, რომლებიც ოპოზიციას აქვს, იქნეს გამოძიებული, რათა არ დარჩეს ლეგიტიმურობის თაობაზე კითხვები.”
მიუხედავად ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების თაობაზე საჯაროდ გამოთქმული პრეტენზიებისა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოპოზიციის დამკვირვებლებისგან თითქმის არც ერთი საჩივარი არ მიუღია. საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა იმ ორგანიზაციების მიერაა შეტანილი, რომლებიც პარალელურ დათვლას ან კენჭისყრის პროცესის სხვაგვარ მონიტორინგს ახორციელებდნენ. მათ შორისაა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. მისი ლიდერის გიორგი ჩხეიძის კომენტარი:
[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”ჩვენ დაახლოებით 230-მდე შევიტანეთ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის დაკვირვების შედეგად. არა ყველა მათგანი, არამედ რიგი მათგანი არის სერიოზული დარღვევები და რამდენიმე უბნის შედეგების გაუქმებას ვითხოვთ. რამდენიმე უბანი არის ნაძალადევის ოლქში, რამდენიმე - ვაკის ოლქში.”(სტილი დაცულია)
მსგავსი საჩივრებით ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და ”სამართლიანმა არჩევნებმა”, ისევე როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რამდენიმე უბნის შედეგების გაუქმებას უკვე მიაღწიეს, თუმცა, მათივე ექსპერტების განცხადებით, ეს არჩევნების საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს.
საოლქო საარჩევნო კომისიებში კი საჩივრების მიღების ვადა ათი იანვრის დღის ბოლოს ამოიწურა. ამის შემდეგ არჩევნების დროს აღმოჩენილი დარღვევების გასაჩივრება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში შეიძლება. მხოლოდ მათი განხილვის შემდეგ გამოცხადდება 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი. ასეთ თარიღად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 იანვარი გამოაცხადა.