გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა ღაზის სექტორში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებზე
მოსალაპარაკებლად. ეს ვითარება ისრაელის რამდენიმედღიან ბლოკადას მოჰყვა. 15-წევრიანი უშიშროების საბჭოს სხდომა არაბული ლიგის თხოვნით იმართება. ისრაელმა 17 იანვარს ჩაკეტა ღაზის სექტორთან დამაკავშირებელი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ექსტრემისტების მიერ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმებისთვის ბოლოს მოღების მიზნით. ბლოკადას მოჰყვა ენერგეტიკული კრიზისი, საწვავის და ჰუმანიტარული დახმარების ნაკლებობა ღაზის მოსახლეობისთვის.