Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ ხოდორკოვსკიმ შიმშილობა გამოაცხადა, რითაც


მიხაილ ხოდორკოვსკიმ შიმშილობა გამოაცხადა, რითაც პროტესტს გამოთქვამს

მიხაილ ხოდორკოვსკიმ შიმშილობა გამოაცხადა, რითაც პროტესტს გამოთქვამს
ყოფილი კოლეგის, ვასილი ალექსანიანის მძიმე მდგომარეობის გამო. ალექსანიანი - კომპანია "იუკოსის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომლიც შიდსით არის დაავადებული - მისი მომხრეების თქმით, მძიმე მდგომარეობაშია მოსკოვის ერთ-ერთ ციხეში, რადგან მას სათანადოდ არ მკურნალობენ. "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი, ახლა კი პატიმრობაში მყოფი მიხაილ ხოდორკოვსკი წერილობით მიმართვაში, რომელიც დღეს მისმა ვექილმა წაიკითხა, რუსეთის გენერალურ პროკურორს მოუწოდებს, ალექსანიანისთვის “სიცოცხლის გარანტიის” მიცემისაკენ. ხოდორკოვსკის 2005 წელს მიუსაჯეს პატიმრობა სასამართლო პროცესში, რომელიც, მისი მომხრეების რწმენით, პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
XS
SM
MD
LG