”გაზის გაძვირება გარდაუვალია?! აზერბაიჯანმა მეგობრობა დაივიწყა და ბუნებრივ აირს 190 დოლარამდე გვიძვირებს” - ასე ასათაურებს ”რეზონანსი” მთავარ პუბლიკაციას. ”თუ ქვეყანას გაზის შესყიდვა გაუძვირდება, ეს ავტომატურად გამოიწვევს სამომხმარებლო ტარიფის მატებას”, - ასეთი შემაშფოთებელი განცხადება ”რეზონანსთან” საუბრისას ენერგოომბუდსმენმა მალხაზ ძიძიკაშვილმა გააკეთა”, - წერს გაზეთი და დასძენს:”ექსპერტთა ნაწილი კი თვლის, რომ ქვეყნისთვის შესასყიდი გაზის გაძვირების შემთხვევაში სამომხმარებლო ტარიფი არ მოიმატებს. მათი თქმით, ჯერჯერობით ბუნებრივი გაზის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები არ დასრულებულა და ქვეყნის მთავრობა საპარლამენტო არჩევნების წინ აირზე სამომხმარებლო ტარიფის მატებას არ დაუშვებს.”
”24 საათი” კი წერს: ”აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის ფასის მსოფლიო ფასებთან გათანაბრებას გეგმავს. საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ფასი, 1000 კუბურ მეტრზე 120 დოლარის ნაცვლად, შესაძლოა, 180-200 დოლარი გახდეს.”
რასაკვირველია, პრესის მთავარი თემა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პერსპექტივა გახლავთ. ”აქციებიდან კარვებამდე”, ”არასტაბილურობის საფრთხე იზრდება”, ”თუ სააკაშვილს რევოლუცია უნდა, მიიღებს”, ”მივა თუ არა ოპოზიცია ბურჯანაძესთან?”, ”15 თებერვალს პარლამენტის შენობის წინ მთელ საქართველოს ველოდებით”, ”რა შეთანხმებას ასაიდუმლოებენ ხელისუფლება და ოპოზიცია?”, ”ოპოზიცია უკან არ იხევს” - ასეთი სათაურებით ქვეყნდება პუბლიკაციები მთავარ პოლიტიკურ თემაზე.
”ვწუხვარ, რომ ხელისუფლებას მუდმივად აქვს ილუზია, რომ ხალხი შეეგუება უსამართლობას, აღარ მოვა აქციებზე და აღარ დასჭირდება დათმობები. ეს მცდარი ილუზიაა. ალბათ, ეს არის ის რეაქციული აზროვნება, რომელზეც ერთ-ერთი მინისტრი გუშინ საუბრობდა. ვფიქრობ, 15-მდე შეიძლება კიდევ რამე შეიცვალოს. ხელისუფლებას აქვს დრო ფიქრისთვის პოზიციის შესაცვლელად”, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი ”საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზებზე ”რეზონანსის” კორესპონდენტი ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრს, კონსერვატორ კახა კუკავას ესაუბრება. კუკავა ამბობს, რომ არც ერთ პუნქტზე არ არის შეთანხმება მიღწეული. ”ხელისუფლებას მოლაპარაკებების ენა არ ესმის. როგორც ჩანს, მათ მარტო ძალის ენა ესმით. თუ მათი იძულება ქუჩის გზით არ მოხდა, არაფერს შეასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცოდით ამ მოლაპარაკებების უშედეგობა, მაინც მოვახდინეთ ჩვენი კეთილი პოლიტიკური ნების დემონსტრირება და ამ მოლაპარაკებებზე წავედით. 15 თებერვლამდე კომპრომისი ადვილია, მაგრამ 15-ში რომ 200 ათასი ადამიანი იყვირებს ”ვანო, წადიო”, კომპრომისის გაკეთება გაგვიჭირდება”, - ამბობს კუკავა.
”ახალი თაობის” კორესპონდენტი ექსპერტ გოჩა მსხილაძეს მომავალ არჩევნებზე ზოგიერთი პარტიის მხრიდან ბოიკოტის შესაძლებლობაზე ეკითხება. მსხილაძე უპასუხებს: ”ამგვარი სცენარით განვითარება, წესით, სასურველი არ უნდა იყოს. იმიტომ რომ არჩევნები მაინც პოლიტიკური ცხოვრების ერთგვარი გვირგვინია, საიდანაც საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე ჩანს. ამიტომ, ჩვენ თუ მაღალ პოლიტიკურ შეგნებაზე ვაცხადებთ პრეტენზიას, ერთხელ და სამუდამოდ საარჩევნო მანიპულაციებზე ხელი უნდა ავიღოთ. მაგრამ, თუკი ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ საზოგადოებას უფლება ექნება, რომ იმ სამშვიდობო საპროტესტო აქციებს შორის ბოიკოტის ფორმასაც მიმართოს”, - ამბობს ექსპერტი ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში.