მაგრამ თურქეთის ლიდერები უარს ამბობენ ერაყიდან ჯარების გაყვანის თარიღის განსაზღვრაზე: მათი თქმით, ოპერაცია გაგრძელდება მანამდე, სანამ მიაღწევენ მიზანს, დასახულს ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამერიკელი მინისტრის განცხადებით, ის თურქ ლიდერებს ხვდება, რათა განუმარტოს ვაშინგტონის პოზიცია, ვაშინგტონის შეშფოთება ერაყში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ვაშინგტონს სურს, რომ ანკარა მოკლე სამხედრო ინტერვენციას დაჯერდეს, რაც ნიშნავს, გეიტსის განმარტებით, რომ ოპერაცია ერთი-ორი კვირა შეიძლება გაგრძელდეს და არა თვეები.
მაგრამ ანკარა უარს ამბობს ოპერაციის ვადების განსაზღვრაზე: თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ვეჩდი გონულმა დღეს განაცხადა, რომ ჯარები ჩრდილოეთ ერაყში დარჩებიან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. “უფრო დიდხანს დარჩენა არ გვსურს მინუს 26 გრადუსის ყინვაშიო”, დასძინა მინისტრმა.
თურქეთი 21 თებერვლიდან ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს ჩრდილოეთ ერაყის ტრიტორიაზე, მაღალმთიანი სასაზღვრო რეგიონში, მართლაც მიძმე კლიმატურ პირობებში: თოვლსა და ყინვაში.
ამასობაში, ანკარის ინფორმაციით, მოკლულია 230 ქურთი მეამბოხე - ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები. რაც შეეხება დანაკარგს თურქი სამხედროების რიგებში, ანკარა 24 მოკლულ ჯარისკაცზე ლაპარაკობს, ქურთი მეამბოხეები ირწმუნებიან, რომ 100-ზე მეტი მოწინააღმდეგე მოკლეს. დამოუკიდებელ წყაროებს არა აქვთ ამ ინფორმაციის შემოწმების საშუალება.
რეგიონში შექმნილი ვითარება, ბუნებრივია, დიდ შეშფოთებას იწვევს ერაყის ლიდერებში.
[ზებარის ხმა] “მოვითხოვთ ერაყის ტერიტორიიდან თურქეთის ჯარების, რაც შეიძლება, მალე გაყვანას. გამოვხატავთ ჩვენს, ერაყის მთავრობის მზადყოფნას, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თურქეთის მთავრობასთან ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ საბრძოლველად”. ეს განცხადება ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ გააკეთა გუშინ ბაღდადში, თურქეთის წარმომადგენელ აჰმეტ დავუთოღლუსთან შეხვედრის შემდეგ. დავუთოღლუმ კი ყურადღება გაამახვილა ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე ოპერაციის - ანკარის შეფასებით - დადებით მხარეზე. [დავუთოღლუს ხმა] “ჩვენთვის მიმდინარე ოპერაცია არ არის ერაყის სუვერენობის ხელყოფა. პირიქით: ეს არის ერაყის სუვერენობის აღდგენა ამ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ტერორისტები მოქმედებენ. აქ მიზანია ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტთა განადგურება”.
მაგრამ თურქეთის ამ პოზიციას ეხება ის, რაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერმა გეიტსმა დღეს განაცხადა ანკარაში: რომ მარტო სამხედრო აქცია ბოლოს ვერ მოუღებს ტერორისტულ საფრთხეს. გეიტსის თქმით, ანკარამ უნდა მიმართოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზომებს, რათა დაასუსტოს ქურთისტანის მუშათა პარტიის მიმართ მხარდაჭერა თურქეთის მკვიდრ ქურთებში.
ზოგადად, აშშ და თურქეთი - ნატოელი მოკავშირეები - ახლოს თანამშრომლობენ ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ძალისხმევის მხრივ: ვაშინგტონი ანკარას აწვდის სატელიტურ სადაზვერვო ინფორმაციას ჩრდილოეთ ერაყში მეამბოხეების გადაადგილების შესახებ.