დღეს ეძღვნება ქართველ იუნკრებს, რომლებმაც 87 წლის წინ რუსეთის ”წითელ არმიას”. კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში თავდადებული ბრძოლა გაუმართეს. ერთი კვირის წინ იუნკრების ხსოვნას ერთად მიაგეს პატივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანმა მეომრებმა და ქართველმა ”ჩოხოსნებმა”.
ყოველი წლის 23 თებერვალს თბილისთან ახლოს, კოჯორ-ტაბახმელას გზაზე მდებარე ობელისკთან, მცირე მასშტაბის, მაგრამ საინტერესო სამხედრო ცერემონია იმართება: სასულე ორკესტრი ასრულებს საქართველოს ძველ და ახალ ჰიმნებს, საპატიო პატრულის ჯარისკაცები სამჯერ ისვრიან ჰაერში, ხოლო ჩოხოსანთა დასი მღერის ”დიდებას” და ”შავლეგოს”, ცნობილ ქართულ სალაშქრო სიმღერას, რომელსაც, გადმოცემით, კოჯორსა და ტაბახმელასთან რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ქართველი იუნკრები - სამხედრო სკოლის მებრძოლები - მღეროდნენ.
[ჰიმნის და სროლის ხმა]
23 თებერვალს იუნკრებს მათი ხსოვნისადმი მიძღვნილ საზეიმო მიტინგზე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ყველაზე თავდადებული მებრძოლები უწოდეს. ითქვა, რომ მაშინ, როცა დემოკრატიული საქართველოს რეგულარული ნაწილები სხვადასხვა ფრონტზე მარცხს მარცხზე განიცდიდნენ, რამდენიმე ასეულმა ქართველმა იუნკერმა მე-11 არმიის ნაწილები მოიგერია. მე ვთხოვე ისტორიკოს ელვერ კუპატაძეს, რომელიც ესწრებოდა ღონისძიებას, გაეხსენებინა ისტორიის ეს ეპიზოდი, რეალურ წყაროებზე დაყრდნობით:
[ელვერ კუპატაძე] ”აი, ამ მიდამოებში, სადაც ახლა ვიმყოფებით, აქ მოხდა სწორედ საბრძოლო შეტაკება. მიუხედავად ძალთა არათანაფარდობისა, ქართველებმა ყველა კომპონენტში დაჩაგრეს მოწინაააღმდეგე, შეაჩერეს მათი წინსვლა - იმისდა მიუხედავად, რომ მტერი გაცილებით მრვალრიცხოვანი იყო, გაუმართეს სასტიკი ბრძოლები. მრავალი წითელი არმიის ოფიცერი და მეთაური დაეცა ბრძოლის ველზე, ხოლო 1200 წითელარმიელი დატყვევებულ იქნა.”
87 წლის წინ, 1921 წლის 23 თებერვალს, კოჯორსა და ტაბახმელასთან გამართული სასტიკი ბრძოლების დროს რამდენიმე იუნკერი დაიღუპა, რომელთა ცხედრები ჩამოასვენეს და თბილისის ცენტრში, დღევანდელი საქართველოს პარლამენტის წინ,დიდი პატივით დაკრძალეს. დაღუპულთა შორის იყო მოწყალების და მარო მაყაშვილიც.
[ელვერ კუპატაძე] ”აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი ქალებიც მონაწილეობდნენ ამ ბრძოლებში. ცნობილია, რომ ცნობილი პოეტის, კოტე მაყაშვილის, ქალიშვილი, მარო მაყაშვილი, მოწყალების დად მსახურობდა ქართულ არმიაში და გმირის სიკვდილით დაიღუპა. ეს ერთადერთი გამონაკლისი არ არის. იყო სხვა შემთხვევებიც.”(სტილი დაცულია)
ეს შემთხვევები ნელ-ნელა გამოდის მზის სინათლეზე. ორი წლის წინ ერთი ეპიზოდი რადიო ”თავისუფლებას” ქალბატონმა ნანა იაშვილმა უამბო, რომელიც იუნკერთა სკოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, არჯევან ანანიაშვილის, შვილთაშვილია. ნანა იაშვილის დიდი პაპა, პოლკოვნიკი არჯევან ანანიაშვილი, 84 წლის წინ ქართველ იუნკერთა კორპუსში აღმზრდელობით მუშაობას ეწეოდა და თავისი აღსაზრდელების მხარდამხარ დახვდა კოჯორსა და ტაბახმელაში მე-11 წითელ არმიას.
[ნანა იაშვილის ხმა] ”მისი [ბებიაჩემის] მამა არჯევან ანანიაშვილი, რომელიც იუნკერთა კორპუსში მსახურობდა სწორედ ამ პერიოდში, როდესაც მოხდა ეს კოჯრის ამბები და იუნკრები დაუპირისპირდნენ მტერს, სწორედ ამ ბრძოლის დროს დაიღუპა იქ.” (სტილი დაცულია)
დიდი პაპის გმირული სიკვდილის ამბავი ნანამ იცის ბებიისგან, რომელიც შვილიშვილს ჩუმად, შიშით უამბობდა თავისი მამის ტრაგიკულ თავგადასავალს. შიშის საფუძველი კი არჯევან ანანიაშვილის ოჯახის მიმართ ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ განხორციელებული ტერორი გახლდათ. ასეთი შიშის გამო იუნკრების შთამომავლები მალავდნენ თავიანთი სახელოვანი წინაპრების ვინაობას. ქართველმა მხატვარმა ზურაბ ლეჟავამაც დიდი დაგვიანებით შეიტყო, რომ იუნკერი ოთარ ლორთქიფანიძე მისი ბიძა ყოფილა:
[ზურაბ ლეჟავა] ”საღამოს, როდესაც ბინდი დადგა, იუნკრები - ქართველი იუნკრები - სანგრებში იდგნენ. მათ შორის იყო დედაჩემის ძმა ოთარ ლორთქიფანიძე, 19 წლის იუნკერი. ხოდა, მეგობრებმა უთხრეს: ოთარ, თავი დახარეო... - იმიტომ, რომ საქართველოს სადღეგრძელოს სვამდნენ ჯამებით. - ვის დავუხარო თავი, ამათო, ამ... ოთარმა უპასუხა. ამასობაში ტყვიები ისვრის, [მტერი] ჩასაფრებულია და თანაც მაგათ [იუნკრებს] ულამაზესი ფორმა ეცვათ და იქიდან ვიღაცამ დაუმიზნა. ტყვია გავარდა და ოთარი დაეცა უსულოდ.” (სტილი დაცულია)
ასე მისხალ-მისხალ გროვდება ამბები ქართველი იუნკრების თავდადების შესახებ, რომელთა უდიდესი უმრავლესობა 1921 წლის 23-25 თებერვალს დაეცა თბილისის დაცვისას, ნაწილმა კი, თურქეთის გავლით, პოლონეთში გადასვლა მოახერხა. საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რატომღაც არ იქნა აღდგენილი იუნკრების სასწავლებელი. მომავალ ქართველ ოფიცრებს საქართველოში კურსანტები ან მსმენელები ეწოდებათ, თუმცა, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, მომავალი ქართველი ოფიცრები იუნკრების საბრძოლო სულისკვეთებით იზრდებიან. ერთ-ერთ მომდევნო გამოშვებას კი სამხედრო აკადემიაში ქართველი იუნკრების სახელი მიენიჭება.