Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილიც


გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილიც აპირებს შეუერთდეს შიმშილობის აქციას,

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილიც აპირებს შეუერთდეს შიმშილობის აქციას,
რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაიწყო მისმა 5-მა თანამოაზრემ. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, მას ცაგარეიშვილმა განუცხადა, რომ ხვალიდან აქცია 13.00 საათზე განახლდება და მოშიმშილეებს, თვით ცაგარეიშვილის ჩათვლით, კიდევ დაახლოებით 20 კაცი შეუერთდება. გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების ხმების ხელახლა დათვლას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG