Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიტუაცია


აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიტუაცია ერაყში კვლავაც "არამდგრადია", რადგანაც

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიტუაცია ერაყში კვლავაც "არამდგრადია", რადგანაც
სტაბილურობას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ალ-ყაიდა და ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები. სიტუაცია კვლავაც დაძაბულია, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის ფაქტებმა ერაყში საგრძნობლად იკლო და მიუახლოვდა ნიშნულს, რომელიც ყველაზე დაბალია 2005 წლის შემდეგ. პენტაგონის მიერ კონგრესისთვის მომზადებულ მორიგ ყოველკვარტლურ ანგარიშში ნათქვამია, რომ შეინიშნება გაუმჯობესება უშიშროების კუთხით და ერაყის ხელისუფლებამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები პოლიტიკური თანხმობის გზაზე. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ერაყის ხელისუფლებას უჭირს ელექტროენერგიასთან, წყალით მომარაგებასა და სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. პრობლემების მოუგვარებლობის მიზეზად სახელდება კორუფცია.
XS
SM
MD
LG